მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » 36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი.

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი.

საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ კონტროლსაა დაქვემდებარებული.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, აფთიაქის ხელმძღვანელებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

batumelebi.netgazeti.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …