“c ჰეპატიტის პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელ ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მედიკამენტი არ მიეწოდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მასმედიის წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მიიღო.
C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტი – „ჰარვონი“ ორი პრეპარატის – „სოფოსბუვირისა“ და „ლედიპასვირის“ კომბინაციაა და კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ძვირადღირებული მედიკამენტი „სოფოსბუვირის“ მსგავსად კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადასცა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი. ამ მედიკამენტის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება წელიწადში 20 000 პაციენტმა გაიაროს მკურნალობის კურსი.