მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს დევიზით „იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე“ მიმდინარეობს.

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს დევიზით „იცოდე ჰეპატიტის შესახებ – იმოქმედე ახლავე“ მიმდინარეობს.

სწორედ სკრინინგის და დაავადების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირებულთა ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის თავისი სტატუსის შესახებ, ამიტომ დაავადების გამოვლენა ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იწყება სამედიცინო პერსონალის სკრინინგის ერთთვიანი კამპანია. კლინიკებსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში და ჩაიტარებენ ტესტირება C ჰეპატიტზე, რითაც მაგალითს მისცემენ თითოეულ მოქალაქეს, რომ მათაც გაიგონ საკუთარი სტატუსი;

პრესკონფერენციაზე კიდევ ერთი სიახლე გაჟღერდა- დასრულდა ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გათვლილია 2016-2020 წლებზე. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ელიმინაციის პროგრამის ღონისძიებების დაგეგმვისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) თანამშრომლობით და მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარებული მოსახლეობის პოპულაციური კვლევა, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ C ჰეპატიტის სეროპრევალენტობა ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში არის 7.7%, ხოლო 5.4% დაავადებულია აქტიური ინფექციით, რაც ნიშნავს, რომ სულ საქართველოში ამ ვირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას საჭიროებს დაახლოებით 150 ათასი ადამიანი.

ასევე, დასრულდა მუშაობა სენფორდის ჰეპატიტების თერაპიის სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიაზე. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის სახით. სახელმძღვანელო შეიცავს ინფორმაციას ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პრევენციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

სპეციალურად ქართული გამოცემისთვის დამატებულია გვერდები საქართველოში C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიისა და C ჰეპატიტის მკურნალობის ეროვნული პროტოკოლების შესახებ. ანდროიდის სისტემის მობილური მოწყობილობებისთვის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია პირდაპირ ვებ-გვერდიდან ka.sanfordguide.com ან amazon.com-დან უფასოდ. iOS სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისათვის ხელმისაწვდომია მობილური ტელეფონებისთვის ადაპტირებული საიტის ვერსია.

სენფორდის ჰეპატიტების თერაპიის ქართული ვერსია იქნება კიდევ ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში.

13645287_1244375005582163_9056878588444422458_n

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …