მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » 27 ივლისს აჭარაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე (2015 წლის 28 აპრილიდან აგვისტოს ბოლო) 3024 პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს

27 ივლისს აჭარაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება

27 ივლისს აჭარაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება.ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

ეს დღე ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰს ამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად შეირჩა, რომელმაც B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინა.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს აცხადებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირეული 27 ივლისს დაიწყება და ათი სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება.

27 ივლისიდან, კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს უფასო სკრინინგი შემდეგ მისამართებზე:

1). აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. (ბათუმი, გორგასალის ქ. 141/14).

2). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო. (ბათუმი, ჯ. ქათამაძისჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება).

3). საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” . (ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113 ).

28 ივლისს სასტუმრო ,,შერატონში“ მოეწყობა მრგვალი მაგიდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სამედიცინო სფეროსა და მედია საშუალებების მონაწილეობით.

29–30 ივლისს ბათუმის ბულვარში ჩატარდება საინფორმაციო აქცია ,,ცოტა C” და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ადგილზევე ჩაიტაროს ტესტირება და მიიღოს კვალიფიცირებული კონსულტაცია.

30 ივლისს მობილური ლაბორატორია განთავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ცენტრში (სარფი–საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია).

31 ივლისი მობილური ლაბორატორია განთავსდება ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში

6 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებლებთან.

2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია – იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი! და მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით: აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ; აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები; აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია; აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე.

epn.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …