თუ სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქციაში, ეს იქნება უდიდესი დახმარება ქვეყნისა და მოახლეობისთვის, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მინისტრმა თხოვნით მიმართა საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში.
კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით ან ქაღალდის მატარებლის სახით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9, ელ. ფოსტა ncdc@ncdc.ge).
სამინისტროს ცნობით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ის დაიწყება 27 ივლისს და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში ქვემოთ მითითებულ მისამართებზე.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი). ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 7000-ზე მეტი ბენეფიციარი, მკურნალობა დაიწყო 1800-მა პაციენტმა.
С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩაიტარონ უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში შემდეგ მისამართებზე:
იმერეთი:ქ.ქუთაისი ქუთაისის ზონალური ლაბორატორია (მის.: ქ. ქუთაისი ოცხელის ქN2; ტელ.: 0431 220518; 0431 220539); 27-28-29 ივლისს იმერეთის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიის მეშვეობით;
აჭარა: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველობათუმი, ჯ.ქათამაძის ჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება)ტელ – 25 37 02/04.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ბათუმი: გორგასალის 141/14ტელ: 27 03 91/94საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ”თანადგომა” (აჭარა)ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113 Batumi@tanadgoma.ge tel:27 64 9130-31 ივლისს აჭარის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიის მეშვეობით;
გურია: ოზურგეთის ლაბორატორია თაყაიშვილის ქუჩა VI შესახვევი, № 3
ტელ(+995) 496 26 00 15 სამეგრელო-ზემო სვანეთი ზუგდიდის ლაბორატორია
მის.:ჯანაშიას 8; ტელ(+995)0415 22 80 09.
ფოთი: ფოთის ლაბორატორია, ქ.ფოთი, გურიის ქ N 6ტელ (+995) 0493 25 01 02
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი ამბროლაურის ლაბორატორია ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ# 11; ტელეფონი: 0439 22 10 21
სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის ლაბორატორია ახალქალაქის გზატკეცილი; ტელ(+995) 0365 22 51 04 შიდა ქართლი გორის ლაბორატორია მის.: ცხინვალის გზატკეცილი N14; ტელ: 0270 277068; 0270 277069
კახეთი: თელავის ლაბორატორია მის.: ალადაშვილის N2ტელ.: 0350 272763; 0350 272762
ასევე, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით მოეწყობა ღია ლაბორატორიები:ქალაქ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მერიის წინ მდებარე სკვერში ,,ბაღის კიდე“ და ქ. ბათუმში ბათუმის ბულვარი (კოლონადებთან).მიღების საათები: 10 სთ-დან 17 სთ-მდე.