25 წლის ნიკა ციცაგს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება. ნიკას ოჯახი სპეციალურ თხოვნას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ მათ აგსაჭირს ყველა თქვენგანი გულთან ახლოს მიიტანს.
„25 წლის ნიკოლოზ ციცაგი, რომელსაც აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და გაკეთებული აქვს 6-ჯერ გულის ოპერაცია ჯოენის კლინიკაში, ამ ეტაპზე არის ძალიან მძიმედ და საჭიროებს გულის გადანერგვას საზღვარგარეთ, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული: კერძოდ 100 000 $ გადანერგვა და 18 000 ლარი გულის სტიმულატორი. გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი და გაგვიწიოთ დახმარება, წინასწარ გიხდით მადლობას“
საბაკო ანგარიშია
GE37LB0211165038402000GEL,
GE60LB0711165038402000 – USD, EUR;
ლიბერთი ბანკი,
მიმღები თამთა ციცაგი.
ტელ. 568 88 48 88; 598 55 72 98