მთავარი » ახალი ამბები » 2030 წლამდე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების ხედვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მსჯელობს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან, 2030 წლამდე განვითარების ხედვაზე მსჯელობს.

2030 წლამდე ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარების ხედვაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მსჯელობს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს გრძელვადიან, 2030 წლამდე განვითარების ხედვაზე მსჯელობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გრძელვადიანი განვითარების ხედვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს შეიმუშავებს.

ამ მიზნით შემაჯამებელ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესთან და მის მოადგილეებთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად, დეპუტატები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტებ, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

„ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაში მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო ადამიანურ რესურსებზე, სამკურნალწამლო საშუალებებზე, ვაქცინებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე, ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაზე, მმართველობასა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებზეა საუბარი. გაწერილია შესაბამისი ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები. ხედვაში ასახული ამოცანები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ მიზანს ემსახურება:

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციისთვის აქვს ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვით მომსახურებაზე და პროდუქტებზე ფინანსური ძნელბედობის გარეშე, ეფექტიანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მეშვეობით“, – აცხადებენ პარლამენტში.

მათივე ინფორმაციით, შემაჯამებელ შეხვედრას წინ რვა სამუშაო შეხვედრა უძღოდა. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.

„აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმდება და შეჯერდება დარგის განვითარების ისეთი ხედვა, რომელიც საშუალებას მისცემს კომიტეტს, მოამზადოს კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული საკანონმდებლო სამუშაო გეგმა, რომლის მიზანია უნივერსალური ჯანდაცვა“,

– განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …