კერძო სამედიცინო დაზღვევის საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაზღვევის სფეროში მოქმედი პოლისების რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 32 ათასით გაიზარდა და 640,695 შეადგინა.
2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 243,9 მლნ. ლარი შეადგინა. შარშან იგივე პერიოდში ეს მონაცემი 211.27 მილიონი იყო.
ბაზრის ლიდერი 29%-იანი წილით „ჯიპიაი ჰოლდინგია,“ მეორეა „იმედი ელი“ 21%-ით, მესამე კი „არდი“ ბაზრის 15%-იანი წილით.