20 წლის გიორგი ჯაჭვაძეს გულის გადანერგვა სჭირდება, რასაც ოჯახი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს. გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება.
როგორც “ნიუპოსტს” მომღერალმა გიორგი ჩიტაურმა განუცხადა, ახალგაზრდა გულის ხელოვნური აპარატით ცოცხლობს. ახალგაზრდა ბიჭს ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება.
გიორგის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ერთი თვის წინ ინსულტი დაემართა.30 ივნისს, გურჯაანის კულტურის ცენტრში გიორგი ჯაჭვაძის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი გიორგი ჩიტაურმა გმართა, თუმცა შემოსული თანხა არ არის გიორგის გადასარჩენად საკმარისი. მომღერალმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა მისი თქმით მათი მხრიდან რეაგირებას ადგილი არ ჰქონია.
გიორგი ჯაჭვაძის დასახმარებლად გახსნილია “ლიბერთი ბანკში” ანგარიში სადაც თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი. მსურველებს კი მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან შეუძლიათ დარეკონ: 0901901945- ზარის ღირებულება 1 ლარი.