მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » 2 წლამდე ბავშვებისთვის კვებითი დანამატების დარიგებას დავიწყებთ
დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინარალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას.

2 წლამდე ბავშვებისთვის კვებითი დანამატების დარიგებას დავიწყებთ

“რამდენიმე კვირაში დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინარალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას”,

– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, იუსტიციის და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

“დღეს 4 სამინისტროს გამოაქვს ძირითადად მიმდინარე მოვლენები ბავშვთა დაცვის მიმართულებით. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ერთი განსაკუთრებული სიახლე. ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინარალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას. ეს არის უმნიშვნელოვანიესი პროდუქტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.

ამას მთავრობა დაარიგებს უფასოდ. ის იქნება მთელი რიგი დაავადების პრევენიისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის. თქვენ გახსოვთ ფოლიუმის მჟავა, რომელიც დარიგდა პრევენციის მიზნით ორსულებისთვის. 

ეს პროდუქტი არ არის მაღალი ღირებულების. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემოვიტანოთ. 13 000 სოციალურად დაუცველი ბავშვისთვი არის ამ ასაკობრვი ჯგუფში. დანარჩენებს შეუძლიათ, შეიძინონ აფთიაქში. მისი შეძენა არცერთ მცირეშემოსავლიან ოჯახს არ გაუჭირდება”,- განაცხადა სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …