მთავარი » სოციალური » 11 წლის ლუკა ფარეშიშვილი მძიმე დაავადებით იტანჯება- ოჯახი საზოგადოების დახმარებას ელის
ცისტური ფიბროზი, მუკოვისციდოზი, თანდაყოლილი ბრონქოექსტაზია, ასთმა და ქრონიკული ჰეპატიტი - ეს არის დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა 11 წლის ლუკა ფარეშიშვილს დაუსვეს.

11 წლის ლუკა ფარეშიშვილი მძიმე დაავადებით იტანჯება- ოჯახი საზოგადოების დახმარებას ელის

ცისტური ფიბროზი, მუკოვისციდოზი, თანდაყოლილი ბრონქოექსტაზია, ასთმა და ქრონიკული ჰეპატიტი – ეს არის დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა 11 წლის ლუკა ფარეშიშვილს დაუსვეს.

ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან აწუხებს. შვილის გადასარჩენად მშობლებმა საცხოვრებელი სახლი წლების წინ გაყიდეს, თუმცა უშდეგოდ, ბოლო რამდენიმე წელია, მკურნალობის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ოჯახი თელავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

გასულ წელს მშობლებმა შეძლეს ლუკას თურქეთში წაყვანა, თუმცა ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, შეგროვილი თანხა ამოიწურა და ბავშვი ისევ სახლში დააბრუნეს. ამჟამად, ლუკა ფარეშიშვილის დიაგნოზი სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად გერმანიაში, მიუნხენში, ერთ-ერთ კლინიკაშია გადაგზავნილი, ოჯახი პასუხს ელის, თუმცა არანაირი საშაულება არ აქვს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის და მკურნალობის კურსის ჩატარების, რისთვისაც სავარაუდოდ საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება საჭირო.

“ორივე უმუშევარი ვართ, ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის შშმ პირია. დახმარებებიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი 600 ლარამდე მერყეობს,150 ლარს ბინის ქირაში ვიხდით, ბავშვის წამლებს კი თვეში 400 ლარი ჭირდება. ბავშვი 1 1 წლის არის და მხოლოდ 21 კილოგრამს იწონის, უკვე ორი წელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც სკოლაში დაგვყავს. ლუკა ჩვენთვის მეორე შვილია, პირველი ბავშვი წლების წინ დაგვეღუპა. ყველას ვთხოვ, გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმაროს შვილის სიცოცხლის გადარჩენაში” – აცხადებს “აიპრესთან” ლუკას დედა, მანანა ღობნელიშვილი.

ოჯახს ფინანსურად და საკვებით პერიოდულად მეზობლები ეხმარებიან. ფარეშიშვილები დახმარებას იღებენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდანაც, თუმცა თანხა იმდენად მწირია, რომ ბავშვის წამლების საყიდლადაც არ კმარა.

ფარეშიშვილები ერთადერთი შვილის გადასარჩენად დახმარებას საზოგადოებას თხოვენ, ლუკას სახელზე საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი, სადაც თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

GE40BG0000000599055600 ლუკა ფარეშიშვილი

პ.ს. “აიპრესი” მოზარდის ფოტოს მშობლების ნებართვით აქვეყნებს.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …