მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » 10 ივნისს ფალიაშვილის #110-ში C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი გაიხსნება
10 ივნისს,თბილისში, ფალიაშვილის #110-ში C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი გაიხსნება. აღნიშნული დაწესებულება ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 პაციენტს მოემსახურება.

10 ივნისს ფალიაშვილის #110-ში C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი გაიხსნება

10 ივნისს, თბილისში, ფალიაშვილის #110-ში C ჰეპატიტის სერვის-ცენტრი გაიხსნება. აღნიშნული დაწესებულება ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 პაციენტს მოემსახურება.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქამდე საქართველოს მასშტაბით 12 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებდა, 10 ივნისიდან ჩამონათვალს სამი კლინიკა და ერთი სათაო სერვის-ცენტრი ფალიაშვილის #110-ში დაემატება, დაახლოებით 4 თვეში კი, ზუგდიდში დიდი სიმძლავრის სერვის-ცენტრი გაიხსნება.

სერგეენკოს თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ჰეპატიტით დაავადება საშუალო ციფრზე სამჯერ მაღალია, უახლოეს დღეებში სამეგრელოში სრულიად ახალი, მძლავრი სერვის-ცენტრის მშენებლობა დაიწყება, რომელიც პაციენტების მომსახურებას დაახლოებით, ოთხ თვეში შეძლებს.

რაც შეეხება სათაო ოფისს, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, თბილისში, ფალიაშვილის #110-ში პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, პაციენტებისთვის სავალდებულო იქნება სერვის-ცენტრში დარეგისტრირება (რიგის ნომრის აღებით), სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად იფუნქციონირებს სკრინინგის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის რიგები.

ამავე სერვის-ცენტრში იფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც ბენეფიციარებს მიაწვდის C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …