მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ზურაბ პატარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეწვია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეწვივნენ.

ზურაბ პატარაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეწვია

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეწვივნენ და უწყების თანამშრომლებს შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ზურაბ პატარაძე ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და ჯანდაცვის საქმიანობას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო. საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებმა ზურაბ პატარაძეს აჭარაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის რეგიონის ვაქცინების მარაგის შესანახი ოთახ მაცივარი დაათვალიერა, დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა. 

ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მალარიის პროგრამაში მომუშავე თანამშრომლებს მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით გაწეული სამუშაოებისათვის. აღნიშნა, რომ შავიზღვისპირა ზოლის დამუშავება ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების გასანადგურებლად ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის.
აგრეთვე გრიპის ეპიდსეზონთან დაკავშირებით გრიპისმაგვარ დაავადებათა გავრცელებისა და ზედამხედველობის ფარგლებში ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

“საზოგადოებრივ ჯანდაცვას უდიდესი პასუხისმპებლობა აკისრია აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო სიტუაციის შენარჩუნებაში, მოსახლეობის რეგულარული ინფორმირებულობა გადამდები თუ არაგადამდები დაავადებების შესახებ მნიშვნელოვანია მათი დროული გამოვლენისთვის და მკურნალობისთვის. თქვენ უზრუნველყოფთ ჯანსაღ გარემოს ჩვენს რეგიონში, რაც ასე მნიშვნელოვალია აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის და გისურვოთ წარმატებები”, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …