მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ზუგდიდში რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა
ზუგდიდში რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა

ზუგდიდში რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, გამგებელმა ლაშა გოგიამ „ბლოკ-ჯორჯიასა” და მენეჯმენტ მართვის ჯგუფის, „პრაიმედის” ერთობლივი ძალისხმევით განახლებული ინფექციური საავადმყოფო დღეს, „ბლოკ ჯორჯია”- ს გენერალურ დირექტორთან, თორნიკე ჯანაშვილთან ერთად გახსნა. კლინიკის რეაბილიტაცია წელიწადსა და ათ თვეში დასრულდა, რომელიც მილიონ ლარამდე დაჯდა.

განახლებულ კლინიკაში თანამედროვე ტიპის პალატები სრულიად ბოქსირებულია, რაც ინფექციის გავრცელების შეზღუდვას უწყობს ხელს. კლინიკაში ფუნქციონირებს ინტენსიური თერაპიის პალატა. განახლდა აპარატურა და გადამზადდა სამედიცინო პერსონალი. კლინიკაში ამუშავდა ფუნქციური ჯგუფები, რაც მომსახურების ხარისხზე მეტი ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამიერიდან შესაძლებელია საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათ შორის გენეტიკური, ადგილზე არსებულ დნმ ლაბორატორიაში.

კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში როგორიცაა: C ჰეპატიტის ელინიმაციის პროგრამა, ინფექციური დაავადებების სტაციონარული პროგრამა, შიდსის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების პროგრამა.

აღნიშნული პროგრამების ძირითადი ნაწილი დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, სადაც შესაძლებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწიოს ყველა ასაკის პაციენტს.

ცნობისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, პირველი ინფექციური საავადმყოფო 1994 წლის 29 აგვისტოს ზუგდიდში გაიხსნა, რომლის მომსახურებითაც დღემდე სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …