ზუგდიდის მერიის დარბაზში, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე, ზუგდიდში მომუშავე მედიკოსებმა, კიბოს ადრეული გამოვლინების და სკრინინგის საკითხები განიხილეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქალაქ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა ჩატარდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის – ”დაავადების ადრეული გამოვლინებისა და სკრინინგის პროგრამა“ ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლემში, კლინიკა ,,სანუსის“ ბაზაზე, 31 მაისსა და 1 ივნისს მოსახლეობისათვის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატას უფასო კვლევა ჩატარდება.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ექიმებს ორგანიზაცია ,,ტერდიმ“ სამეგრელოში ტერფის პათოლოგიების კვლევის რესურსის ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.