„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ სისხლის უანგარო დონორთა აქციაში მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობა გამგეობის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტის ა (ა) იპ – ის წარმომადგენლებმა მიიღეს.
უანგარო დონორთა აქციის მიზანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება და სხვავასხვა დაავადებების დროს საჭირო ცს შექმნაა.
აქცია „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ –ა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო“, – აღნიშნავენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.