ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 31 აგვისტოს.
აღნიშნული დღის მიზანია – გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობირება, იმის შესახებ, რომ ზედოზირებისა და მის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია შესაძლებელია.
2017 წლის კამპანიის ძირითად გზავნილია – „დროა გვახსოვდეს, დროა ვიმოქმედოთ“
რაც ეძღვნება ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას და ხაზს უსვამს დაუყოვნებლივი ქმედებების საჭიროებას, რათა სამომავლოდ მოხდეს ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია.
წლების განმავლობაში საქართველოც უერთდება საერთაშორისო კამპანიას და აღნიშნავს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს.
საქართველოში მიმდინარე წლევანდელი კამპანიის სლოგანია „გადავარჩინოთ სიცოცხლე!“
რომელიც ასევე ხაზს უსვამს ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისა და თავიდან აცილების შესაძლებლობებს.
კამპანია ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირი ჯანმრთელობის ცენტრის, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასტან ბრძოლის გლობალური ფონდის აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის მხარდაჭერით და მას ახორციელებენ ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN).
კამპანიის ფარგლებში 2017 წლის 31 აგვისტოს 19:00 სთ-ზე, გაიმართება აქცია პარალელურად საქართველოს 10 ქალაქში – თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი და ოზურგეთი.
აქციის ფარგლებში მონაწილეები დარგავენ ე.წ. „სიცოცხლის ხეებს“, რითაც პატივს მიაგებენ, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზრების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს.
ხეების დარგვით აქცია წვლილს შეიტანს საქართველოს 10 ქალაქის გარემოს გაჯანსაღებაში, აღნიშნული ხაზს უსვამს, იმ ფაქტს რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და მოაქვთ საყოველთაო საზოგადოებრივი სარგებელი.
აქციები გაიმართება 19:00 სთ-ზე, შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი – დიღმის ტყე პარკი (ლუბლიანას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);
- რუსთავი – ცენტრალური პარკი;
- თელავი – კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია;
- გორი – შინდისის გზატკეცილი № 3;
- ქუთაისი – ირაკლი აბაშიძის გამზირი (იუსტიციის სახლის ეზო);
- სამტრედია – რუსთაველის ქ. № 95
- ზუგდიდი – ბოტანიკური ბაღი;
- ფოთი – ქ.ფოთის № 1, № – 2, № – 3 საჯარო სკოლები;
- ბათუმი – რუსთაველის ქ. № 28;
- ოზურგეთი – ლიხაურის ღვისმშობლის სახელობის ეკლესია;
კამპანიის Facebook გვერდი: http://bit.ly/2x8QZg7