მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ზაზა ხატიაშვილი: როგორც მოქალაქეს, პირველ რიგში სურვილი მაქვს, ევროპული სტანდარტებით მიმკურნალონ
საქართველოში დღეს არის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. როგორც მოქალაქეს, პირველ რიგში მაინტერესებს და მსურს, რომ ევროპული სტანდარტებით მიმკურნალონ.

ზაზა ხატიაშვილი: როგორც მოქალაქეს, პირველ რიგში სურვილი მაქვს, ევროპული სტანდარტებით მიმკურნალონ

საპარტნიორო ფონდს თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს განვითარებაზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ესენია ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოები.

ტენდერის დასრულების შემდეგ, მოხდება მათი რეაბილიტაცია, რესტავრაცია, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ის მიესალმება მოსალოდნელ ცვლილებებს:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მივესალმები, რომ ჩვენშიც შეიქმნას ევროპული დონის საავადმყოფოები. გარეგნულად ჯანდაცვაში თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როდესაც ახლოს ეხები ამ სისტემას, ხედავ, რომ იქ საშინელი არეულობაა. ერთადერთი გამოსავალია, მოხდეს პერსონალის დატრენინგება, გაიზარდოს კვალიფიციურ სპეციალისტებზე წვდომა, საავადმყოფოებში შევიდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ა.შ.

საქართველოში დღეს ნამდვილად არის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი.  მე, როგორც მოქალაქეს, პირველ რიგში მაინტერესებს და მსურს, რომ ევროპული სტანდარტებით მიმკურნალონ. საერთო ჯამში, არაჯანსაღი სიტუაციაა და ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა“.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ტენდერი არ დასრულებულა. ბოლო ეტაპზე გასულია კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …