მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » წელს, საქართველოში აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 შემთხვევა გამოვლინდა–აღნიშნული მონაცემები ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

წელს, საქართველოში აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

წელს, 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

“ზოგადად ნარკომანებს გაასწრო ჰეტეროსექსულური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% – ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება ძალიან საგანგაშო ზრდა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გადაცემის. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე მამაკაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, აქვს შიდსი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ქორთიართ მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილი იქნება შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო გეგმა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …