მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » წამლის სააგენტოს ხელმძღვანელს სკანდალურ ბრალდებას უყენებენ
ფარმაცევტულ მაფიას ხელს უწყობს ვინმე გია თვალავაძე, რომელიც არის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი.ის არის ამ კომპანიების ბიზნესის გარანტი და ხელშემწყობი.

წამლის სააგენტოს ხელმძღვანელს სკანდალურ ბრალდებას უყენებენ

„თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი გიორგი მუხიგულაშვილი აცხადებს, რომ ორგანიზაციან ჩაატარა ერთგვარი კვლევა, რომელიც მათი თქმით საქართველოში არსებულ ფარმაცევტულ მაფიას ეხება.

გიორგი მუხიგულაშვილის თქმით სრული კარტერული შეთანხმებით მოქმედებენ ორი მსხვილი კომპანია „პეესპე“ და „ავერსი“. –

„ფარმაცევტულ მაფიას ხელს უწყობს ვინმე გია თვალავაძე, რომელიც არის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი.
ის არის ამ კომპანიების ბიზნესის გარანტი და ხელშემწყობი. როგორც კი სხვა ფირმა იწყებს წამლის ბაზარზე გამოსვლას და ჯანსაღი კონკურენციის გაწევას, მეორე დღესვე იმ ფირმაში შედის წამლის სააგენტო და გაურკვეველი მიზეზით აჯარიმებს.

ეს თვალავაძე არის ის პიროვნება, რომელიც ადრე, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, უკრძალავდა იაფი მედიკამენტების შემოტანას საქართველოში , რათა მისი უკანონო ბიზნესი არ დაზიანებულიყო და შემოსავლების გარეშე არ დარჩენილიყო. ავადმყოფი, გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ეს კომპანიები მდიდრდებიან და პასუხს არავინ არ სთხოვს.
ამათი კარტერული შეთანხმება ხელისუფლებაზე ისახება ძალიან ცუდად, რადგან ხელოვნურად გაზრდილი ფასები მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

თქვენ თუ იცით, სადმე, ცივილიზებულ სამყაროში თუ ხდება ის, რაც ჩვენთან-ონკოლოგიურ პაციენტებს ავსებინებენ რაღაც ბარათებს და ეუბნებიან, რომ მან შეიძლება რაღაც მოიგოს, ეს უბრალოდ დაცინვაა ამ ადამიანების და სხვა არაფერი! აფთიაქები კაზინოდ გადააქციეს! ისეთი ფასებია, ძალიან უჭირს ადამიანებს და თან სხვა ფირმებსაც აიძულებენ ფასები ხელოვნურად აწიონ!-აცხადებს მუხიგულაშვილი.

„თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი კი ამბობს, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ მოითმინოს სააფთიაქო მაფიის ქმედებები.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ იყვნენ და რა პარტიას ემსახურებოდნენ „ავერსის“ და „პეესპეს“ ხელმძღვანელები. ადამიანებისთვის, რომლებსაც გვსურს თავი დავაღწიოთ ნაციონალების 9 წლიან სიბინძურეს, აუტანელია მათი კარის მსახურების ბოგინი დღესაც. არ შეიძლება აშავებდეს აფთიაქი ან ბიზნესმენი და ჯოხი ხელისუფლებასა და მოსახლეობაზე ტყდებოდეს, ამიტომ ჩვენ, ახალგაზრდები ამ პრობლემას უფრო გავშლით და უახლოეს დღეებში მივალთ ამ აფთიაქების ცენტრალურ ოფისებთან.

ჩვენ გავაპროტესტებთ ამ სააფთიაქო მაფიას და ხალხს დავანახებთ, რომ წამლის ფასის პრობლემა არის თავად ორი ბიზნესმენი-ოქრიაშვილი და კურტანიძე, მათი ოფიციალური „კრიშა“ კი წამლის სააგენტოს დირექტორია. ჩვენ ვიწყებთ და მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოვუწოდებ ახალ პროკურორს დაინტერესდნენ რა ხდება ამ ფარმაცევტულ ბიზნესში!“-განაცხადა სადღობელაშვილმა.

სააგენტო „ფოსტალიონი“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს დაუკავშირდა და ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

გია თვალავაძე:
_ ყველაზე კორექტულად (!) ამ ბრალდებას შეიძლება ვუწოდო სრული სისულელე და უაზრობა. წესით როგორ კომენტარსაც იმსახურებენ, იმას ვერ ვაკადრებ ვერც საზოგადოებას და ვერც თქვენ! ეს არის ჩემი შეფასებაც და კომენტარიც.

marshalpress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …