ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დღეს, 9:00 საათიდან რიყის პარკში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და „თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით, ვარდისფერი ყვავილები დაირგო და ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნა.
ამასთან დაკავშირებით, წუხელ, 1 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.
აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და „თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით ხორციელდება.