საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის ორგანიზებით, დღეს სასტურმო „Holiday Inn“-ში შეხვედრა-კონფერენცია „უსაფრთხო ანესთეზიის საკითხები” გაიმართება.
შეხვედრის მიზანია, ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის“ სკოლის დაინტერესებული ჯგუფებისათვის გაცნობა, ასევე, დარგში მიმდინარე სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ კონფერენციისა და დისკუსიის გამართვა.
საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის შექმნის მთავრი არსი და მიზანია: ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დარგში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება; ანესთეზია-რეანიმაციაში არსებული თანამედროვე და ახალი ტენდენციების განხილვა – დანერგვა; კოლეგებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა, შრომის ჯანმრთელობისა სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან ურთიერთობის ოპტიმიზება თანამედროვე გაიდლაინების შექმნა; ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების უფლებების დაცვა.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაზა სოფრომაძე და სფეროში მომუშავე სპეციალისტები დაესწრებიან.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგენიან მედიცინის დოქტორები და პროფესორები. მოხსენებებს გააკეთებენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია თემა: „სუნთქვის გრაფიკები და მრუდები“; ნოდარ ლებანიძე, თემა: „პაციენტის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები“.
ასევე, „ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ვიტალურ ფუნქციათა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ცოტნე სამადაშვილი, თემით: „გადაწყვეტილების მიღება და კრიზისული სიტუაციების მართვა“.
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს შორის აქტუალურ თემებზე კითხვა – პასუხი და დისკუსია გაიმართება.