მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სამკურნალო საშუალებებია

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი სამკურნალო საშუალებებია

თბილისი (BPI) – უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 748 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 23%-ია.

საქსტატის” მონაცემებით, მეორე ადგილზეა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 186 მლნ აშშ დოლარით, იმპორტის – 6%.

მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 178 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5%).

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4,070 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

lisst

bpi.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …