მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფანასკერტელი სინდექსი მცირედით გაიზარდა
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფანასკერტელის ინდექსი 0,47%-ით გაიზარდა და 12,74 პუნქტი შეადგინა,მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე ფასი თითქმის უცვლელია.

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფანასკერტელი სინდექსი მცირედით გაიზარდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმასთან“ თანამშრომლობით, განაგრძობს მედიკამენტების ბაზარზე ფასების ყოველთვიურ მონიტორინგს, სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებულ ფანასკერტელის ინდექსზე დაკვირვებით.

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფანასკერტელის ინდექსი 0,47%-ით გაიზარდა და 12,74 პუნქტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე თითქმის უცვლელია და ჯანდაცვის სფეროში, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც შეეძლო მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებაზე ემოქმედა, არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ „აფბა“ უკვემე-9 თვეა, რაც აღნიშნულ კვლევას ახორციელებს.ამ პერიოდის განმავლოაბში, მედიკამენტებზე ფასები უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე გაიზარდა. მაგალითად, პირველი თვის ინდექსი-14,5, 13,81%-ით მეტია, უკანასკნელ, ივლისის თვის ინდექსთან, 12,74-თან შედარებით, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო 9 თვის მანძილზე, ჯანდაცვის სექტორში მომხდარმა ცვლილებებმა, მედიკამენტების ბაზარზე მეტწილად ფასების კლება განაპირობა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …