მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » უკან დახევისა და შიშის დრო აღარ არის – საუბარია , სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების გადაუდებელ საჭიროებებზე
სერგო ჩიხლაძე: უკან დახევისა და შიშის დრო აღარ არის - საუბარია , სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების გადაუდებელ საჭიროებებზე

უკან დახევისა და შიშის დრო აღარ არის – საუბარია , სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების გადაუდებელ საჭიროებებზე

უკან დახევისა და შიშის დრო აღარ არის  – საუბარია, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების გადაუდებელ საჭიროებებზე, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“  “სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს წევრმა”, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებამ სამედიცინო დაწესებულებებისადმი ყოველგვარ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და  3-4 თვიანი დავალიანებები, ფაქტობრივად, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.  რიგ შემთხვევებში საუბარია კიდევ უფრო ძველ დავალიანებებზეც.

„პირად საუბრებში და ერთმანეთთან სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ბევრს საუბრობენ ამ თემაზე, თუმცა საჯარო საუბრებს და გამოსვლებს ერიდებიან. ამის მიზეზი არის შიში, შიში იმისა, რომ განაწყენდება მინისტრი ან სამინისტროში მაღალჩინოსანი და საერთოდ აღარ ჩაურიცხავენ ფულს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაზე ჰუმანურ დარგშიც კი შიშმა დაისადგურა და სამედიცინო პერსონალი ვერ საუბრობს იმ სიძნელეებზე და საჭიროებებზე რასაც ისინი განიცდიან. ესეც იმ „გასაოცარი დემოკრატიის“ შედეგია, რასაც ხელისუფლება 4 წლის წინ დაგვპირდა.

მე მოვუწოდებ მათ, კლინიკის მენეჯერებს, ექიმებს, ექთნებს, რომ ღიად თქვან და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, რადგანაც წლის ბოლოს მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ადგილი ექნება არა 4-თვიან, არამედ 6-თვიან და მეტ დავალიანებას. საბოლოო ჯამში კი ამ დავალიანების დიდი ნაწილის გასტუმრებაზე სახელმწიფო უარს იტყვის. ასე, რომ უკან დახევის და შიშის დრო აღარ არის. აქ ლაპარაკია უკვე სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების ძირეულ  და გადაუდებელ საჭიროებებზე“

განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში სერგო ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან საშუალო და მცირე ზომის სამედიცინო დაწესებულებები და მათში მომუშავე პერსონალი.

“სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში,  ამ სამედიცინო დაწესებულებების  ფიზიკური არსებობის საკითხი დადგება საერთოდ. „ახალ საქართველოს“ გეგმის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები და პერსონალი დროულად, ყოველი თვის ბოლოს მიიღებს ფინანსურ ანაზღაურებას სახელმწიფოსგან, გაწეული მომსახურების შესაბამისად.

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები იმ ქვეყნებთან სადაც მსგავსი პრობლემები წარმატებით აღმოიფხვრა და უცხოელი და ჩვენი ექსპერტების დახმარებით ვამზადებთ კონკრეტულ შეთავაზებებს ამ სფეროში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …