მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ტურისტის აფთიაქის ღირებულებამ 20%-ით დაიკლო
ჯანდაცვის პლატფორმა აპრილის თვის ტურისტის აფთიაქში შემავალ საჭირო, რეკომენდებული და აუცილებელი მედიკამენტების სიას და ფასებს აქვეყნებს.

ტურისტის აფთიაქის ღირებულებამ 20%-ით დაიკლო

ჯანდაცვის პლატფორმა აპრილის თვის ტურისტის აფთიაქში შემავალ საჭირო, რეკომენდებული და აუცილებელი მედიკამენტების სიას და ფასებს აქვეყნებს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მარტის თვესთან შედარებით ტურისტის აფთიაქის შევსება 18 ლარით უფრო  იაფია.

კონკრეტულად კი, მარტის თვის მონაცემებით ოჯახის აფთიაქის ღირებულება 91 ლარი იყო, აპრილში კი მედიაკმენტების ფასმა 72 ლარი და 84 თეთრი შეადგინა. ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა გაციების საწინააღმდეგო საშუალება- ტაიქოლდზე. მისი ფასი მარტის თვეში 9 ლარი და 50 თეთრი იყო, აპრილში კი მისი ფასი სამი ლარით შემცირდა. ასევე, 3.92 ლარიდან 2.50 ლარამდე დაიკლო ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის- ნოშპის ფასმაც.

ორგანიზაციამ შეისწავლა ოჯახის აფთიაქში შემავალი 20 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.  დეტალურად ტურისტიოს  აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

ტურისტის აფთიაქი: 

ანტისეპტიკური საშუალებები:

ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) – 2.00ლ
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) – 1.04ლ
ბამბა (სტერილური)- 1.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ
იოდი – (100მგ)- 0.51ლ

აქსესუარები

ჟგუტი- 14.80ლ
მაკრატელი -1.50ლ

მგზავრობისას:

დრამინა- 5.60ლ

ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი- 3.50ლ

მწერების საწინააღმდეგო საშუალებები:
აეროზოლი ლავანდა – 7.80ლ

გაციების საწინააღმდეგო საშუალებები:
ტაიქოლდი- 6.50ლ
პარაცეტამოლი- 0.30ლ

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები:

იბუპროფენი- 2.80ლ
ნოშპა (ნ20)- 2.50ლ

საგულე პრეპარატები:
კორსიზი-1.50ლ
ვალიდოლი- 0.44ლ
ამიაკის ხსნარი- 1.00ლ

დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო:
თურმანიძის მალამო- 4.90ლ

მზისგან დამცავი საშუალებები:
ზიაიას სპრეი-13.60ლ

ჯამი:72.84ლ

ჯანდაცვის პლატფორმამ უკვე გამოაქვეყნა ჩვილის, ბავშვის, ოჯახის, პირველადი დახმარების, ტურისტის აფთიაქების მარტისა და აპრილის თვის  კვლევის შედეგები. უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გეგმავს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლისათვის აუცილებელ აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასების შესწავლასა და  გამოქვეყნებას.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …