მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » “ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნული ცენტრი” ვეტერანებს შეღავათებს უწესებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

“ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნული ცენტრი” ვეტერანებს შეღავათებს უწესებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და კლინიკის დირექტორმა, ზაზა ავალიანმა მოაწერეს.

“მემორანდუმის მიზანი ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უზრუნველყოფაა. სამომავლოდ, საზოგადოებისა და ვეტერანების უკეთ ინფორმირებულობისათვის ერთობლივი პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა მიმდინარეობას გააკონტროლებს.

“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი” ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის, ამბულატორიულ, სტაციონარულ კვლევებსა და მკურნალობას. ვეტერანები და მათი ოჯახი წევრები ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ფუნქციურ კვლევებზე, ასევე ექიმის კონსულტაციაზე 10-დან 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, პაციენტს ეძლევა 5%-იანი ფასდაკლება მისი გადასახდელი წილიდან.

კლინიკის მისამართია: თბილისი, აჭარის ქ.8″, – აცნობეს “პირველს” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან.

veterans gov

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …