მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თიბისი ჯგუფის ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის განხორციელება იწყება
თიბისი ჯგუფის პროექტი, რომელიც ამერიკული სტანდარტების ჰოსპიტალის მშენებლობას ითვალისწინებს, განხორციელების ეტაპზე გადადის.

თიბისი ჯგუფის ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის განხორციელება იწყება

თიბისი ჯგუფის პროექტი, რომელიც თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული სტანდარტების ჰოსპიტალის მშენებლობას ითვალისწინებს, განხორციელების ეტაპზე გადადის.

როგორც “თიბისი ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა, ტენდერის შედეგად მათ უკვე შეარჩიეს ამერიკული კომპანია, რომელიც ჰოსპიტალის მენეჯმენტს გაახორციელებს.

“საკმაოდ დიდი და ცნობილი კომპანიაა. ახლა ვჯერდებით საბოლოო ციფრებზე და ბიზნეს გეგმის მონაცემებზე. ალბათ, იანვრიდან გვექნება ის მდგომარეობა, რომ გამოვაცხადებთ ვინ იქნება ჩვენი ძირითადი პარტნიორი ამ პროექტში.ჩვენი ამოცანა არის, რომ შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს ძალიან მაღალი დონის ამერიკული დონის სამედიცინო მომსახურება”, – აცხადებს მამაუკა ხაზარაძე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 42 მილიონი დოლარია.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …