მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ტელეკომპანია „პულსი“- ნანა ტატიშვილი ჰიდროცეფალიის შესახებ
PHR იმედოვნებს ვიდეო-ლექცია დაეხმარება პირველადი ჯანდაცვის რგოლს ჰიდროცეფალიის დიაგნოსტირებისა და რეფერალის საკითხებში არსებული პრობლემების გადაჭრაში.

ტელეკომპანია „პულსი“- ნანა ტატიშვილი ჰიდროცეფალიის შესახებ

„ჰიდროცეფალიის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მართვა პედიატრიული ასაკის პაციენტებში“ პროტოკოლის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ტელეკომპანია „პულსი“ -ის მიერ  ორგანიზაციასთან “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ კოორდინაციაში მომზადდა ვიდეო-ლექცია პროექტის – “შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში” ფარგლებში.

ვიდეო-ლექციაში ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სრული პროფესორი – ნანა ტატიშვილი დაავადების განსაზღვრების, კლინიკური სიმპტომების, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და აუცილებელი ინტერვენციის ვადების შესახებ საუბრობს.

ტელეკომპანია „პულსი“-სა და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ერთობლივად მომზადებული ვიდეო-ლექცია პირველადი ჯანდაცვის რგოლს ჰიდროცეფალიის დიაგნოსტირებისა და რეფერალის საკითხებში არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პულსი TV

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …