„ჰიდროცეფალიის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მართვა პედიატრიული ასაკის პაციენტებში“ პროტოკოლის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ტელეკომპანია „პულსი“ -ის მიერ ორგანიზაციასთან “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ კოორდინაციაში მომზადდა ვიდეო-ლექცია პროექტის – “შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში” ფარგლებში.
ვიდეო-ლექციაში ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სრული პროფესორი – ნანა ტატიშვილი დაავადების განსაზღვრების, კლინიკური სიმპტომების, დიაგნოსტირების, მკურნალობისა და აუცილებელი ინტერვენციის ვადების შესახებ საუბრობს.
ტელეკომპანია „პულსი“-სა და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ერთობლივად მომზადებული ვიდეო-ლექცია პირველადი ჯანდაცვის რგოლს ჰიდროცეფალიის დიაგნოსტირებისა და რეფერალის საკითხებში არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.