თელავში სადაზღვევო კომპანია “არდის” ახალი სერვის–ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან თელავში და მთლიანად კახეთის რეგიონში “არდის” დაზღვეულებს ფართო სამედიცინო პროვაიდერული ქსელის გარდა, მრავალფუნქციური ფილიალიც მოემსახურებათ.
“ეს სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ფერმერებისთვისაც და აგრო-ბიზნესში მომუშავე პირებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ან გადაწყვეტენ მომავალში ისარგებლონ “არდის” აგროდაზღვევის მომსახურებით. ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და აგრო-ექსპერტები, ადგილზე გაუწევენ მათ სრულ სადაზღვევო კონსულტაციას, ფილიალში ვიზიტის შემთხვევაში”, – აცხადებენ “არდიში”.
სერვის-ცენტრი საზეიმო ვითარებაში გახსნა „არდის” ბიზნეს განვითარების დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ და თელავის ფილიალის მმართველმა ზაზა შარვაშიძემ.
✅ ქ. თელავის ახალგახსნილი ფილიალის მისამართია – სააკაძის მოედანი #2 (ქ. თელავის მერიის მოპირდაპირედ).