მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თბილისში ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
2016 წლის 8 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში, ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.Tbilisi Dental Show-ს ფარგლებში ჩატარდა სამი კონფერენცია.

თბილისში ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

2016 წლის 8 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში, ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: ვალერი კვარაცხელია – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო გამრეკელი, “ექსპო ჯორჯიას” პროდუქტების განვითარების მენეჯერი და ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომაოტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

სამედიცინო ტექნოლოგიების, დანადგარების, ინსტრუმენტებისა და მასალების გამოფენის პარალელურად, „ექსპო ჯორჯიას“ სხვადასხვა პავილიონებში სტომატოლოგიური კონფერენციების სესიები მიმდინარეობდა.

Tbilisi Dental Show-ს ფარგლებში ჩატარდა სამი კონფერენცია:

8 დეკემბერს, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია “დენტალ თბილისობა 2016”.

მოხსენებებით წარსდგნენ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) სპიკერი ჰანდე სარ სეინქაკლი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრები: პროფ. გიორგი მენაბდე და პროფ. ვლადიმერ მარგველაშვილი, Ivoclar-Vivadent-ის ლექტორი ვიქტორ კობრინი;

vladimer-margvelashvili

სტომატოლოგიაში ფაგების გამოყენების პერსპექტივებზე არსებული კვლევები და ჰიპოთეზები წარმოადგინეს ბიოქიმფარმის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა რატი ღოლიჯაშვილმა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა.

კონფერენცია ახალგაზრდა პაროდონტოლოგების – პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” ხელმძღვანელის, თეა ნაცვლიშვილის და საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ლალი ქოჩიაშვილის მოხსენებებით დასრულდა.

ketevan-gogilashvili-opening

9 დეკემბერს, რეგიონში პირველად, განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგიის კონფერენცია ჩატარდა.

განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგია აერთიანებს პირის ღრუს  პრევენციულ და სამკურნალო სერვისებს ადამიანებისთვის, რომელთათვისაც რუტინული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც წესი, მიუწვდომელია მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, სამედიცინო, ემოციური, სენსორული, სოციალური ან ფსიქიკური დარღვევების / მდგომარეობის გამო.

სტომატოლოგიის ეს მიმართულება ზრუნავს იმ პირების სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე, ვინც ზემოაღნიშნულ კატეგორიებში ხვდება. მოითხოვს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც სპეციალისტის ზედამხედველობით, კომპლექსური მიდგომის საფუძველზე ხორციელდება.

მიმართულება აერთიანებს ბავშვთა სტომატოლოგიას და გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა და ხანდაზმული მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებასაც.

შესაბამისად, პროგრამაც რამდენიმე ბლოკისგან შედგებოდა:
პირველ ბლოკში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო-პრაქტიკული მოხსენებები – პირის ღრუში განვითარების დარღვევებთან და ქრონიკულ დაავადებებთან ასოცირებული გამოვლინებების, თავისებურებების, მიდგომების შესახებ.

ქრონიკული დაავადებების პირის ღრუში მანიფესტაციის შესახებ მოხსენებით სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) სპიკერი, ჰანდე სარ სეინქაკლი წარსდგა. რომის უნივერსიტეტიდან „საპიენცა“ Live ლექცია წარმოადგინა პირის ღრუს და ყბა-სახის მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლივია ოტოლენჟიმ თემაზე „პირის ღრუს ჯანმრთელობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვეში, დაუნის სინრომის მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მომსახურების კლინიკური შემთხვევების მაგალითზე”.

მოხსენებით წარსდგა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეა პილონიც. პატარა პაციენტების სამედიცინო მანიპულაციებისთვის მომზადების და პოსტოპერაციული სტრესის დაძლევის პროგრამის შესახებ ისაუბრა ფსიქოლოგიის დოქტორმა ხათუნა დოლიძემ, ხოლო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგმა სოფიო სამხარაძემ ბავშვის პირის ღრუს მოვლის ინდივიდუალურ მიდგომზე, განვითარების დარღვევებთან ასოცირებული დამხმარე საშუალებებზე.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, იმ დამხმარე საშალებებს, დანადგარებს, ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს გაცნობოდნენ, რომლითაც სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები და არა მხოლოდ.

პავილიონში წარმოდგენილი იყო: ბრაილის შრიფრტით საწერი დაფა, ფანქარი და ფურცლები, რელიეფური ხაზვისთვის საჭირო ქეჩა, ტრანსპორტირი, ჭიქაში წყლის დონის საზომი, ხმოვან ჰაერის თერმომეტრი, ბრაილის საათი, ლეპტოპი ხმოვან პროგრამასთან ერთად, რელიეფური მაკეტები, ეტლები, თეთრი ჯოხი, თვალზე ასაფარებელი და ა.შ. ყველა მონაწილეს საშუალება ჰქონდა, თავად მოესინჯა, მოერგო კონკრეტული ინსტრუმენტი თუ ხელსაწყო.

მესამე ბლოკში მოხსენებებით წარსდგნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები და ამ თემებზე მომუშავე სპეციალისტები: ანა აბაშიძე (PHR – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის), მაია შიშნიაშვილი (მშობელი), ლია ტაბატაძე (კავშირი “ჩვენი ბავშვები”), მარიამ მიქიაშვილი  (არასამთავრობო ორგანიზაცია “მარიანი“), ნინო გულუა (არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი, შშმ მოზარდის მშობელი)10 დეკემბერს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით პრაქტიკული სემინარი „ქსენია ლაზარევას ექსტრემალური რესტავრაციები“ ჩატარდა.

ksenia-lazarieva

სემინარზე განხილული იყო ძლიერ დაშლილი კბილების აღდგენის, რესტავრაციის დროს გამოყენებული მინა-ბოჭკოვანი არმირების მახასიათებლები, კბილების კონტფრორსების და რესტავრირებული კბილის ბიომიმეტიკური კონსტრუქციის აღდგენის კონცეფცია, სტომატოლოგიურ კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული ბოჭკოვანი ტექნოლოგიები და სხვა საკითხები.

სემინარის მეორე ბლოკში ქსენია ლაზარევამ პრაქტიკული მუშაობის Hands on მასტერ კლასი ჩაატარა. მოხსენებით წარსდგა „რადიქსის“ ვიცე პრეზიდენტი ლანდა ლურსმანაშვილიც.

ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით,  სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ და საქართველოს განსაკუთრებული საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის პარტნიორობით და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ალბიუსის“, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კომპანიები: „ბიოქომფარმი“, „დენტალ ჯორჯია“, DOCTORS GROUP და „ნანო სამყარო“.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …