მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თბილისში ჰაერი იდეალურ მდგომარეობაში არაა და ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა არც ძალიან ცუდი მდგომარეობაა
„თბილისში ჰაერი იდეალურ მდგომარეობაში არაა ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა არც ძალიან ცუდი მდგომარეობაა“- გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმი თამარ ბაგრატი.

თბილისში ჰაერი იდეალურ მდგომარეობაში არაა და ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა არც ძალიან ცუდი მდგომარეობაა

„თბილისში ჰაერი იდეალურ მდგომარეობაში არაა ეს უნდა ვაღიაროთ, თუმცა არც ძალიან ცუდი მდგომარეობაა“, – განაცხადა გადაცემაში “საქმიანი დილა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატმა.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი მასში მტვრის არსებობაა.

ივნისის ბოლო მონაცემებით ერთჯერად კონცენტრაციებთან მიმართებაში თბილისში მტვრის კონცენტრაცია 2,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას.

“თუ გვაქვს ჩვენ სრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბება რამდენიმე ჯერადად სწორედ ეს მტვერია. მტვერი ის დამაბინძურებელია, სადაც ჩვენ ყველაზე რთული მდგომარეობა გვაქვს. ერთჯერად კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ივნისის მონაცემებით 3,4-ჯერ, ეს ყველაზე ცუდი შედეგია, რომელიც ქუთაისში დაფიქსირდა. ასევე ზესტაფონშიც 2-ჯერ აღემატებოდა მტვერი. ამ მხრივ ბათუმში ყველაზე კარგი მდგომარეობაა. რუსთავში 2,9-ჯერ აღემატება ნორმას, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”, – ამბობს თამარ ბაგრატი.

რაც შეეხება რამოდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, თამარ ბაგრატის თქმით, აღნიშნული კვლევა არა მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერს, არამედ შენობების შიგნით ჰაერსაც მოიცავდა. მისი თქმით, შენობების შიდა ჰაერის ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება განისაზღვროს მწეველთა ოდენობით, ან მოსახლეობის მიერ მყარი საწვავის გამოყენების ინდიკატორით.

“ეს მონაცემი, როგორც იყო იმპროვიზირებული მედიის მხრიდან, რომ თურმე ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს საქართველოში არასწორი ინტერპრეტაციაა. ეს ზუსტი მონაცემი არ იყო. ჯანდაცვის ორგანიზაციის რეიტინგებით თბილისი 475 ადგილზეა მტვრის დაბინძურებით“, – ამბობს თამარ ბაგრატი.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …