მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის რეგისტრაცია დაიწყო
კონგრესის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება მასტერ კლასი, სემინარი, კონკურსები, სტუდენტებისა და რეზიდენტების სამეცნიერო კონფერენცია და სხვა ღონისძიებები.

თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი 2011 წელს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა “რადიქსმა” დააფუძნდა და წლების მატებასთან ერთად მასშტაბებიც გაიზარდა.

დღესდღეობით კონგრესი მრავალი სხვადასხვა ღონისძიების ერთობლიობაა, რომელიც ორდღიანი სამეცნიერო ღონისძიებით 2016 წლის 7-8 მაისს დაგვირგვინდება.

კონგრესის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა მასტერ კლასი, სემინარი, კონკურსები, სტუდენტებისა და რეზიდენტების სამეცნიერო კონფერენცია და სხვა ღონისძიებები.

კონგრესის მეექვსე სეზონს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი – თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული პრემიუმ კლასის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის.

7-8 მაისის სამეცნიერო პროგრამა ტრადიციულად ინფორმატიული და მრავავალპროფილური იქნება, აქცენტი თამანედროვე სტომატოლოგიის ახალ ტენდენციებზე და მიდგომებზე  გაკეთდება. ჩატარდება მასტერ კლასები. წლევანდელი სეზონის გამოწვევა კომპლექსური მიდგომის პრეზენტაციებია –  ტრიბუნას წყვილი სპიკერები დაიკავებენ, ერთობლივად წარმოადგენენ საკუთარ ნაშრომებს, გვიჩვენებენ ექიმისა და ტექნიკოსის გუნდური მშაობისა და მკურნალობის დაგეგმარების პრინციპებს, სხვადასხვა პროფილის ექიმების ინტერდისციპლინური მუშაობის მანისფესტაციას და ა.შ.

კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, პირის ღრუს მოვლის საშუალებების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.

იხილეთ საბოლოო პროგრამა:

  • პაროდონტოლოგის როლი ლამაზი ღიმილის შექმნაში. კბილების პასიური ამოჭრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა – რობერტო როსი, DDS, MScD, რომის უნივერსიტეტი საპიენცა, Albius PerioSchool-ის სპიკერი (იტალია)
  • “ორთოდონტიული პაციენტების არაინვაზიური მკურნალობა გამჭვირვალე ელაინერებით OrthoSnap, განსხვავებები, ჩვენებები და გამოყენების შესაძლებლობა OrthoSnap ელაინერებით მკურნალობისას” – ალექსანდრე ბოლიჩევსკი OrthoSnap ცენტრის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. OrthoSnap ექსპერტი (რუსეთი)
  • “მუკოგინგივალური ქირურგია. მისი გამოყენება ღრძილის რეცესიის მკურნალობისა და სხვა ქირურგიული ჩარევების დროს” – ეუგენიო ლონგო, პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი და პირის ღრუს ქირურგი (ტუსკანი, იტალია). იმპლანტოლოგიაში და მუკოგინგივალურ ქირურგიაში hands-on კურსების ხელმძღვანელი და ტრენერი UNINOVE-ს უნივერსიტეტში (სანპაოლო, ბრაზილია)
  • “6 მმ-ზე ღრმა პაროდონტული ჯიბეების მკურნალობა კონსერვატიული პაროდონტოლოგიური მეთოდებით” – მარისა რონკატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,Albius PerioSchool-ის სპიკერი (იტალია)
  • “ესთეტიკის ანალიზი და კომუნიკაცია სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან”, ”ციფრული სტომატოლოგიური ლაბორატორია” – თენგო ბინიაშვილი და იაროსლავ სტელმახი – მკურნალობის კომპლექსური მიდგომის პრეზენტაცია (უკრაინა-საქართველო)
  • “მიკრობიოლოგიური კვლევები და ანტიბიოტიკები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში – საჭიროება, მნიშვნელობა და აუცილებლობა” – ქეთევან გოგილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (საქართველო)
  • “ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მოტეხილობის მკურნალობა ბიოდეგრადირებადი მინი ფირფიტების გამოყენებით” – გურამ მაღრაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი (რუსეთი)
  • “დებატები თემაზე: ადგილობრივად თუ სისტემურად გამოყენებული პრეპარატების უერთიერთქმედება და გვერდითი ეფექტები. უსაფრთხოება ეფექტურობის წინააღმდეგ.” – მოდერატორი – თეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” სამეცნიერო ხელმძღვანელი (საქართველო)
  • “სამუშაო სივრცის ერგონომიკა სტომატოლოგიაში” – გვანცა ტაბაღუა – სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსიs” ვიცე-პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი – მკვლევარი და დოქტორანტი (საქართველო)

რეგიტრაციისთვის საჭიროა:

  1. შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: Registration Form  
  2. გადარიცხოთ კონგრესის საფასური შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

მიმღები ბანკი – ს.ს.საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300

ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი

არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.

დასწრების ღირებულება შეადგენს:

  • ექიმებისთვის:

2016 წლის 7 მაისამდე- 200 ლარი

ადგილზე რეგისტრაცია – 250 ლარი

  • სტუდენტებისადა რეზიდენტებისთვის

2016 წლის 7 მაისამდე- 80 ლარი

ადგილზე რეგისტრაცია – 100 ლარი

  • ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით:

555 777 895; 514 00 00 16;

Email: Info@radix.ge; radixge@gmail.com

radix.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …