მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი
2016 წლის 7-8 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსის" მიერ ორგანიზებული თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდა.

თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

2016 წლის 7-8 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდა.

კონგრესის მეექვსე სეზონს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლა.

კონგრესი “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ გახსნა და ორგანიზაციის ახალი საპატიო წევრები გამოავლინა. მათი ვინაობა კონგრესიდან-კონგრესამდე გასაიდუმლოებულია.

წევრის შერჩევის კრიტერიუმები მარტივია: უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდა კოლეგების კარიერულ / პროფესიულ განვითარებაზე, მხარში ედგეს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, გამოირჩეოდეს პროფესიონალიზმით, კოლეგიალობითა და ნოვაციების მიმართ სწრაფვით.

გასულ წლებში “რადიქსის” საპატიო წევრები გახდნენ:

ქსენია ლაზარევა (უკრაინა)- სერგეი რადლინსკის კლინიკა-სტუდია „აპოლონიას“ ექიმი სტომატოლოგი. სტომატოლოგთა საერთაშორისო კონკურსის „პრიზმა ჩემპიონატის“  ხელმძღვანელი, სტომატოლოგიურ ჟურნალ „დენტ არტის“ რედაქტორი.

ტომ ფინი – (დიდი ბრიტანეთი) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ევროპის რეგიონის პრეზიდენტი, ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი

ქეთევან გოგილაშვილი (საქართველო) – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

გინტარას უინიზასი (ლიტვა), პროფესორი

ლალი კოჭლაშვილი (საქართველო), ექიმი-ორთოდონტი

ზურაბ გერსამია(საქართველო), კბილთა რესტავრაციის სკოლის ხელმძღვანელი

ახალი წევრები გახდნენ:

– პროფ. სოფიოსამხარაძე,საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი

ეთობახტაძე, Dent-Iveri XXI-ის ხელმძღვანელი

– პროფ.თენგიზ ლობჟანიძესაქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

მარიკა ზურმუხტაშვილი, Dentex-95-ის ექიმი სტომატოლოგი

საპატიო წევრების წარდგენის შემდეგ “რადიქსის” ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნებიერიძემ კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის გამარჯვებულები წარადგინა:

  • ჟიურის რჩეული – ნათია მსხვილიძე (სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”)
  • აუდიტორიის რჩეული – ლიკა ცისკარაშვილი (სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკური ცენტრი “დენტ-ივერი XXI”)
  • მონაწილეების რჩეული – ლია ნამიჭეიშვილი, თათია ბართავა, თამთა ღონღაძე (სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკური ცენტრი “დენტ-ივერი XXI”)

გარდა ამისა, თავისი ფავორიტები გამოავლინეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ, საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციამ და პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსმა”.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, ჟიურის რჩეულს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესზე უფასო დასწრების ვაუჩერი გადასცა, გამარჯვებული პუბლიკაცია კი ჟურნალ “GSAnews”-ში გამოქვეყნდება.

პერიოსკოლის ფავორიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხარძიანი გახდა. მარიამს ახალი სახელმძღვანელო “ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია” გადაეცა.

ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ნატა რამიშვილმა, თამარ მაცაბერიძე დააჯილდოვა და კონგრესის ფარგლებში ჩატარებული სტომატოლოგიური ფოტოგრაფიის მასტერ კლასის ვაუჩერი გადასცა.

ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტმა თავის რიგებში მიიწვია საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები აჰმედ აბდულ ვაჰაბი და ალი ალ ჯობორი.

რადიქსი მადლობას უხდის ყველა სასწავლო ცენტრს მონაწილეობისთვის, აქტიურობისთვის და პროფესიონალური ნაშრომების მომზადებისთვის.

სამეცნიერო პროგრამა რომის უნივერსიტეტი”საპიენცას“, Albius PerioSchool-ის სპიკერის რობერტო როსის მოხსენებით გაიხსნა. როსის მიერ წარმოდგენილი პაროდონტოლოგის როლი ლამაზი ღიმილის შექმნაში და კბილების პასიური ამოჭრის დიაგნოსტიკის და მკურნალობის კონცეფცია მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მუკოგინგივალურიქირურგია.

მისი გამოყენება ღრძილის რეცესიის მკურნალობისა და სხვა ქირურგიული ჩარევების დროს წარმოადგინა მეორე იტალიელმა სპიკერმა, ეუგენიო ლონგომ. ეუგენიო პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი და პირის ღრუს ქირურგია იტალიაში, იმპლანტოლოგიაში და მუკოგინგივალურქირურგიაში კი hands-on კურსების ხელმძღვანელი და ტრენერი UNINOVE-სუნივერსიტეტში (სანპაოლო, ბრაზილია). ზემოაღნიშნული სპიკერები დღის ფავორიტები აღმოჩნდნენ.

კონგრესის პირველ დღეს ახალი ქართული სახელმძღვანელოს ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია” პრეზენტაცია გაიმართა. “რადიქსის” სამეცნიერო ხელმძღვანელმა, სახელმძღვანელოს თანაავტორმა თეა ნაცვლიშვილმა სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ წიგნს საფუძვლად დაედო ამერიკის პაროდონტოლოგთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე შექმნილი ის საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც აშშ-სა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში, როგორც სასწავლო, ისე კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება.

მოხსენებით “ორთოდონტიული პაციენტების არაინვაზიური მკურნალობა გამჭვირვალე ელაინერებით OrthoSnap, განსხვავებები, ჩვენებები და გამოყენების შესაძლებლობა OrthoSnap ელაინერებით მკურნალობისას” წარსდგა OrthoSnap ცენტრის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. OrthoSnap ექსპერტი ალექსანდრე ბოლიჩევსკი. 

კონგრესის მეორე დღე გასული სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი სპიკერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, Albius PerioSchool-ის იტალიელი სპიკერის მარისა რონკატის მოხსენებით “6 მმ-ზე ღრმა პაროდონტული ჯიბეების მკურნალობა კონსერვატიული პაროდონტოლოგიური მეთოდებით” გაიხსნა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით “მიკრობიოლოგიური კვლევები და ანტიბიოტიკები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში – საჭიროება, მნიშვნელობა და აუცილებლობა”

მსმენელთა აღფრთოვანება დაიმსახურა თენგო ბინიაშვილის და უკრაინელი იაროსლავ სტელმახის ტანდემმა თემაზე ” “ესთეტიკის ანალიზი და კომუნიკაცია სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან”, ”ციფრული სტომატოლოგიური ლაბორატორია”. სპიკერებმა კომპლექსური მიდგომის საფუძვლებზე, აუცილებლობაზე და შედეგებზე შემთხვევათა ანალიზი წარმოადგინეს.

“რადიქსის” ყოფილმა პრეზიდენტმა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა, სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის (DMS) ახალი სასწავლო პროგრამა წარუდგინა აუდიტორიას.

კონგრესზე შ.პ.ს. “სვობოდას”პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების შემუშავების და დანერგვის ლაბორატორიის მმართველმა რომანიჩევა ოლგამ კბილის პასტა “Parodontol” და “Disney baby” წარადგინა როგორც ეფექტური საშუალება პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ქართველი კოლეგების წინაშე მოხსენებით პირველად წარსდგა საზღვარგარეთ მოღვაწე ყბა-სახის ქირურგი გურამ მაღრაძე. ბატონმა გურამმა წარადგინა ნაშრომი თემაზე “ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მოტეხილობის მკურნალობა ბიოდეგრადირებადი მინი ფირფიტების გამოყენებით”

სტომატოლოგიური კომპოზიტები სესთეტიური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოყენების ნიუანსები წარმოადგინა უმაღლესი კატეგორიის კბილის ტექნიკოსმა, სასწავლო ცენტრ “ავერონში”პრაქტიკული კურსების ლექტორმა ელვირა იურევამ. 

კონგრესი “რადიქსის” გამგეობის წევრების – თენა ნაცვლიშვილის და გვანცა ტაბაღუას მოხსენებებით დაიხურა. თეა ნაცვლიშვილმა წარადგინა დებატები თემაზე: ადგილობრივად თუ სისტემურად გამოყენებული პრეპარატების უერთიერთქმედება და გვერდითი ეფექტები. უსაფრთხოება ეფექტურობის წინააღმდეგ”, რადიქსის ვიცე პრეზიდენტმა გვანცა ტაბაღუამ კი – “სამუშაო სივრცის ერგონომიკა სტომატოლოგიაში”

კონგრესში მონაწილეობდნენ სტომატოლოგიური მასალების და ფარმაცევტული კომპანიები:

  • ფარმაცევტული კომპანია “გეა”
  • კომპანია პრეზიდენტი (შ.პ.სოდრი)
  • დოქტორ ტაის ნატურვარენი – ლაკალუტი
  • შ.პ.ს. დენტალჯორჯია
  • შ.პ.ს. დენტალმარკეტი
  • Alpha Dent (ემა იეს საქართველო)
  • შ.პ.სEuromedex France
  • შ.პ.ს. საპარუსი
  • ოქროს სპონსორი: შპს “შევარდენი”

კონგრესის ფარგლებში ჩატარდა მასტერ კლასებიც: ოქროს სპონსორი: შპს “შევარდენი”

| 9 მაისი | დენტალური ფოტოგრაფირება – ციფრული სტომატოლოგიის გამოწვევები”- იაროსლავ სტელმახი (CAD/CAM სპეციალისტი, კომპანია SIRONA-სსერტიფიცირებულისპიკერი, კბილისტექნიკოსი)

| 6 მაისი |„პაროდონტოლოგიური პლასტიკური ქირურგია, თანამედროვე კონცეფციები დიაგნოსტიკიდან ქირურგიულ ჩარევამდე“ – რობერტო როსი

| 9 მაისი |„არაქირურგიული პაროდონტოლოგიური მკურნალობის მეთოდები. ჩვენებები, უკუჩვენებები და კლინიკური პროტოკოლები. პერი-იმპლანტიტის მკურნალობის არა-ქირურგიული მეთოდები“ – მარისა რონკატი.

6 მაისს, კონგრესის ფარგლებში, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში” ჩატარდა იტალიური კომპანია „RESISTA“-ს დენტალური იმპლანტების პრეზენტაცია.

კომპანია RESISTA შეიქმნა 1946 წელს. იგი თავდაპირველად აწარმოებდა და ახლაც აწარმოებს სატექნიკო მასალებს. დღეს კი მისი პროდუქცია მოიცავს როგორს სატექნიკო, ისე სარესტავრაციო მასალებს, თუმცა ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება დენტალური იმპლანტებისა და ბიომასალების წარმოებაზე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კომპანია RESISTA-ს დენტალური იმპლანტების მთელი სპექტრი.სემინარზე კომპანიის წარმომადგენელმა იმპლანტოლოგიის განხრით ანტონელო როტამ, კომპანიის მიერ წარმოებული იმპლანტები მიმოიხილა და ისაუბრებს მათი გამოყენების უპირატესობაზე, ზომებისა და შეკავშირების ნაირსახეობებზე.

პრეზენტაციის მეორე ბლოკში რობერტო როსიმ საკუთარი კლინიკური შემთხვევები და ამ იმპლანტების გამოყენების მრავალწლიანი კლინიკური და სამეცნიერო შედეგები წარმოადგინა.

კონგრესი “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტმა, ლანდა ლურსმანაშვილმა დახურა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …