“საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, განყოფილება სრულად განახლდა, ასევე გაიზარდა და დაკომპლექტდა წამყვანი სპეციალისტებით.
აღნიშნულ დეპარტამენტს ქვეყნის მასშტაბით 100-მდე კრიტიკული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია. მიმღები და გადაუდებელი განყოფილების მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი, 24 საათის განმავლობაში, ერთ სივრცეში უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერატიულ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას.
“გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გახსნა მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების ორგანიზებული სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობისთვის, განყოფილებაში მუშაობენ ექიმები, რომელთაც აქვთ გავლილი მომზადების სრული კურსი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში”, – აღნიშნა ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა.
“ადგილობრივი ბიზნესისთვის გაცემული ყოველი დაფინანსებით “საქართველოს ბანკი” ქვეყნის ეკონომიკის და კონკრეტულად ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, შესაძლებლობა აქვს გაფართოვდეს, შექმნას ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება. სწორედ ამის ნათელი მაგალითია სრულიად ახალი სასწრაფოს მიმღები და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
“საქართველოს ბანკი” ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად”, – განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.