მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » “თანადგომას” ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება
"თანადგომას" ორგანიზებით,კონფერენციაზე პროექტს, "აღმოვფხვრათ პრობლემები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად" შეაჯამებენ.

“თანადგომას” ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომას” ორგანიზებით, 7 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” კონფერენცია გაიმართება,

სადაც პროექტს, “აღმოვფხვრათ პრობლემები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად” შეაჯამებენ. პროექტის მიზანი მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, ნარკოტიკის ინექციური გზით მომხმარებლების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომიდან” აცნობეს, აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება მსოფლიოს 16 ქვეყანაში. პროექტის მიზანია უზრუნველყოს აივ ინფექცია შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ხელმისაწვდომობა ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისათვის, როგორიცაა: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკები და ლგბტ თემის წარმომადგენლები.

საქართველოში პროექტი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან “შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი” რეგიონალური ოფისი, (უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი), საზოგადოებრივ გაერთიანებასთან “ბემონი” და “ტოლერატობის სამყარო ერთად. საქართველოში პროგრამა მიმართულია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე.

“ნარკოტიკების მომხმარებლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამების პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აიღო ევროპული მიმართულება. ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში ქვეყანამ იკისრა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები, ნარკოკანონმდებლობა ჩვენს ქვეყანაში რჩება საკმაოდ არაჰუმანური, დასჯაზე ორიენტირებული.

წლების გამოცდილება, მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ მსგავსი პოლიტიკა არათუ არ მუშაობს და უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც თემის წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე, ასევე ამ ადამიანების ოჯახებზე და ზოგადად საზოგადოებაზე. შესაბამისად აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე ნარკოკანონმდებლობის შემდგომი ლიბერალიზაცია და მის პარალერულად პრევენციული, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების განვითარება არის ხვალინდელი დღის გამოწვევა!

შეხვედრის მიზანია: პროექტის შედეგების შეჯამება; არსებული პრობლემების წინ წამოწევა; ქვეყანაში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამების გაცნობა; სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება; სარეაბილიტაციო პროგრამების მხარდაჭერა-პოპულარიზაცია; სამომავლო გამოწვევების და პერსპექტივების წარმოჩენა,”- ნათქვამია სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები (შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო.), საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” პროექტს “აღმოვფხვრათ პრობლემები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად” 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ახორციელებს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …