მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სტომატოლოგთა ასოციაციაში ინფექციების კონტროლის და ნარჩენების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
გრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

სტომატოლოგთა ასოციაციაში ინფექციების კონტროლის და ნარჩენების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად, ახალი შემთხვევების რისკის ნულამდე დაყვანის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში კვლავ აქტიურადაა ჩართული საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი” და პარტნიორი ორგანიზაციები.

გრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული ტრენინგ კურსი ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომელსაც საფუძვლად სტომატოლოგთა ასოციაციის ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებული “სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის ნაციონალური გაიდლანი” უდევს. კურსი, ამ ეტაპზე, 4000-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა.

ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ახალი მოთხოვნები სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც შეეხო. სამედიცინო ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშნელოვანი ვალდებულებაა.

რეგულირებადი სამედიცინო ნარჩენების უმეტესობა კლასიფიცირდება როგორც ინფექციური ან ბიოსაფრთხის შემცველი ნარჩენები, რომელთაც ინფექციური დაავადებების გავრცელების ინიციაცია შეუძლიათ. სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სახიფათო ნარჩენებია: სისხლი, ნემსები და სხვა ბასრი ინსტრუმენტები, შერეული ინფიცირებული ნარჩენები, რადიოაქტიური ნივთიერებები (რენტგენის), მედიკამენტები და სხვა. სტომატოლოგთა ასოციაციაში, ამ ეტაპზე, სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ნარჩენების მართვის გაიდლაინი მუშავდება, დოკუმენტის მომზადებამდე კი კლინიკების წარმომადგენლებისთვის იმ ბაზისური საკითხების შესახებ მიმდინარეობს ტრენინგები, რომლებიც სავალდებულოა ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

2016 წლის 2 ნოემბერს მორიგი ტრენინგი სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებზე ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ:

ქეთევან გოგილაშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ხელმძღვანელი
დავით წერეთელი –  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი
დავით კაპანაძე – სამედიცინო აპარატურის ინჟინერი

ტრენინგი განმეორებით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: 2 309 711
ელ ფოსტა: info@gsa.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …