მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა ახალ სასწავლო პრგრამას აქვეყნებს
მსმენელები შექმნიან თავისი ან ვირტუალური კლინიკის ბიზნეს გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მოდულის შესაბამისი სასწავლო პროგრამა და სტრატეგია.

სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა ახალ სასწავლო პრგრამას აქვეყნებს

„ალბიუსის“ სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგებს ეფუძნება. სამედიცინო ბაზრის სწრაფი განვითარება, სპეციფიკურობა და მზარდი კონკურენცია პროფესიონალ მენეჯერებზე მოთხოვნილების მატების საფუძველი გახდა.

სკოლა მიღებას აცხადებს ახალ სასწავლო პროგრამაზე.

სასწავლო პროგრამა ხუთი ძირითადი მოდულისგან შედგება:

  • სამედიცინო ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის მარკეტინგი
  • ციფრული მარკეტინგი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის სამართალი

მსმენელები  სამედიცინო ბაზრის თავისებურებებს, მოლაპარაკების მეთოდების ხელოვნებას, ეფექტურ კომუნიკაციას, მარკეტინგული და სტრატეგიული მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას შეისწავლიან. გაეცნობიან ჯანდაცვის კანონმდებლობას, ფინანსურ მენეჯმენტს, შრომითი ურთიერთობების თავისებურებებს, მმართველობის ტიპებს, ორგანიზაციის შიდა, სახელმწიფო და საერთაშორისო მართვის სისტემებსა და რეგულაციებს, ადამიანის უფლებებს, დოკუმენტაციის წარმოებას.

DMS გაძლევთ შესაძლებლობას:

  • ჩამოაყალიბოთ ორგანიზაციის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროგრამა
  • განივითაროთ გუნდის მართვის უნარები
  • აღმოაჩინოთ ლიდერი საკუთარ თავში
  • გაიუმჯობესოთ პრობლემური სიტუაციის ანალიზისა და გადაჭრის უნარი
  • აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები
  • გაიუმჯობესოთ იდეების გენერირების, კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • შეისწავლოთ ბიზნეს გარემო, გაიღრმავოთ ხედვა და ცოდნა

სასწავლო პროგრამა სწავლების ახალ მეთოდოლოგიას ეფუძნება, რაც სალექციო კურსს, დისკუსიებს, დამოუკიდებელ / პრაქტიკულ მუშაობას, პრეზენტაციებს, სიმულაციებსა და როლულ თამაშებს, ქეისების განხილვას გულისხმობს.

პროდუქტი 

მსმენელები სწავლის პერიოდში შექმნიან თავისი ან ვირტუალური კლინიკის ბიზნეს გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა მოდულის შესაბამისი პროგრამა და სტრატეგია.

მსმენელები შეარჩევენ სასურველ მიმართულებას / თემატიკას და ლექტორს და მოამზადებენ ერთ რეფერატულ ნაშრომს, რომლის საფუძველზეც წარმოადგენენ პრეზენტაციას.

2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდება სტომატოლოგიური მენეჯმენტის ნაციონალური კონფერენცია სადაც სწორედ ამ ნაშრომებს, სხვა სპიკერებთან ერთად წარმოადგენენ.

ვინ შეიძლება ისწავლოს DMS-ში და რა პერსპექტივებია დასაქმების თვალსაზრისით? 

სწავლა შეუძლია ყველას, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას ან გაიუმჯობესოს არსებული ცოდნა და უნარები.

DMS-ის პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკები მომავალ კურსდამთავრებულებს სთავაზობენ თანამშრომლობას: საუკეთესო შეფასებების მქონე მონაწილეები გაივლიან გასაუბრებას კლინიკების მეპატრონეებთან და სკოლის წარმომადგენლებთან. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდებიან აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

cxrili


სხვა აქტივობები 
პროგრამის ხანგრძლივობა:
– აკადემიური კალენდარი შედგება 12 კვირისგან  (3 თვე)
– ლექციები ჩატარდება კვირაში 3-4 -ჯერ
– ლექციის სავარაუდო ხანგრძლივობა: 19:00 – 21:30

მართვის სკოლამ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩაატარა. სკოლაში სხვადასხვა დროს მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატის წარმომადგენლები. DMS აქტიურად თანამშრომლობის არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”, PHR – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის წარმომადგენლები.

კონტაქტი:

2 400 707

DMS@albius.ge

https://www.facebook.com/dms.ge/

13548749_907575279387630_1791595673_o 13575679_907575289387629_871041021_o (2) 13579955_907575282720963_179966494_o (1) 13582354_907575292720962_735980447_o (1)

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …