მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ნარჩენების მართვის კოდექსით გავთვალისწინებული ვალდებულებების შესახებ ტრენინგები დაიწყო
"ალბიუსის" სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლაში, სკოლის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ტრენინგები დაიწყო.

სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ნარჩენების მართვის კოდექსით გავთვალისწინებული ვალდებულებების შესახებ ტრენინგები დაიწყო

“ალბიუსის” სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლაში, სკოლის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგი ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით, პირდაპირ თუ ირიბად, სტომატოლოგიურ კლინიკებს უკავშირდება და სხვადასხვა ვალდებულებებს აკისრებს, შესაბამისად, დეტალურად ხდება მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების და საკვანძო საკითხების, მათ შორის ინსპექტირების, რეგულირებისა და თვითმონიტორინგის პრინციპიების განხილვა.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის ნუსხაზე მუშაობას, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების გაცნობას, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და შეთანხმების პროცედურების განხილვას.

ტრენინგს უძღვება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლის ხელმძღვანელი ზურაბ ალხანიშვილი.

სამუშაო შეხვედრები უკვე ჩატარდა 2016 წლის 8-9 ივლისს, შემდეგი ტრენინგი თბილისში, 22 ივლისს ჩატარდება. 16 ივლისს ბ-ნი ზურაბი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესზე, ბათუმში, დელეგატებს კოდექსით განსაზღვრულ ძირითად ვალდებულებებს გააცნობს, 17 ივლისს კი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ორგენიზებით ტრენინგიც ჩატარდება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: 2 309 711

ელ ფოსტა: info@gsa.ge

DMS@albius.ge

13662381_914663368678821_1808358600_o

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …