მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი” – ახალი ხედვა სტომატოლოგიაში
სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მომხმარებელს მომსახურების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს. ალბიუსი აერთიანებს სამკურნალო, საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებს.

სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი” – ახალი ხედვა სტომატოლოგიაში

სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი მომხმარებელს  მომსახურების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს. ალბიუსი აერთიანებს სამკურნალო, საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებს.

მასში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკა, სასწავლო აკადემია, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლები.

კლინიკა

11

  • კვალიფიციური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესორებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებით,  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტებით, ჯანდაცვის მაგისტრებით და  დოქტორანტებით. ამავდროულად, ექიმები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას სტუდენტების, რეზიდენტებისა და  დოქტორანტებისთვის, სარგებლობენ განსაკუთრებული ავტორიტეტით საზოგადოებაში.
  • უნივერსალური გარემო – ყველა პირობა ნებისმიერი პაციენტის მისაღებად (ბავშვები, მოზრდილები, ხანდაზმულები, ეტლითმოსარგებლე პირები და სხვ.)
  • სტერილიზაცია-დეზინფექცია უახლესი აღჭურვილობით და ტექნოლოგიური პროცესით – პაციენტთა უსაფრთხო მომსახურების გარანტია. გამჭვირვალე, კლინიკის ცენტრში,   მინის კედლებში  მოქცეულ სასტერილიზაციო სივრცეში, პაციენტის მიერ  სტერილიზაციის ტექნოლოგიურ პროცესზე დაკვირვების და კონტროლის შესაძლებლობა; ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ინფექციების კონტროლის ნაციონალური გაიდლაინი და გადამზადდა ასეულობით სტომატოლოგი.
  • სტომატოლოგიური მკურნალობა სედაციის ფონზე – სტომატოლოგიური მანიპულაციის მშვიდად გადატანა და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნა

13

CEREC ტექნოლოგია 

(Chairside Economical Restoration of Esthetic Ceramics)  შედარებით ახალია სტომატოლოგიაში, თუმცა მრავალფუნქციურობის და მუდმივი განვითარების წყალობით, დღესდღეობით, ბევრი წამყვანი სტომატოლოგიური დაწესებულება სერვისებს სწორედ ცერეკ სისტემის დახმარებით ავითარებს.

ცერეკ სისტემის უპირატესობები:

  • დროის ეკონომია – მხოლოდ ერთი ვიზიტი
  • კომფორტი – ოპტიკური ანაბეჭდი და სკანირება. ლაბორატორიული ეტაპის ჩანაცვლება
  • მაღალი ესთეტიკურობა  – აბსოლუტური სიზუსტე და კბილის ბუნებრივ ქსოვილებთან მაქსიმალური სიახლოვე
  • ხარისხის გარანტია – დაგეგმარებისა და მკურნალობის პროცესის ტექნოლოგიური მხარდაჭერა მაღალი ფუნქციური და ესთეტიკური შედეგის გარანტიას იძლევა

ესთეტიკის ანალიზი და ციფრული მოდელირება

სკოლები 

სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა 

„ალბიუსის“ სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგებს ეფუძნება. სამედიცინო ბაზრის სწრაფი განვითარება, სპეციფიკურობა და მზარდი კონკურენცია პროფესიონალ მენეჯერებზე მოთხოვნილების მატების საფუძველი გახდა.

სასწავლო პროგრამა ხუთი ძირითადი მოდულისგან შედგება:

  • სამედიცინო ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის მარკეტინგი
  • ციფრული მარკეტინგი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის სამართალი 

ვინ შეიძლება ისწავლოს DMS-ში და რა პერსპექტივებია დასაქმების თვალსაზრისით? 

სწავლა შეუძლია ყველას, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას ან გაიუმჯობესოს არსებული ცოდნა და უნარები.

DMS-ის პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკები მომავალ კურსდამთავრებულებს სთავაზობენ თანამშრომლობას: საუკეთესო შეფასებების მქონე მონაწილეები გაივლიან გასაუბრებას კლინიკების დამფუძნებლებთან და სკოლის წარმომადგენლებთან. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდებიან აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. dms

პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პაროდონტის დაავადებების გავრცელება პოპულაციაში 67-95%-ს შეადგენს. კვლევების თანახმად, პაროდონტის დაავადებებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი „მძიმე ფორმის პაროდონტიტი“, გავრცელების მიხედვით, მე-6 ქრონიკული დაავადებაა მსოფლიოში. ამ და კიდევ არაერთმა მიზეზმა განაპირობა ექიმი-პაროდონტოლოგის ცალკე სპეციალობად გამოყოფა ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში.

საქართველოში პაროდონტოლოგის ფუნქციას ითავსებს ან თერაპევტი ან ქირურგი სტომატოლოგი. პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა შეისწავლება  1983 წლის საბჭოთა სტომატოლოგთა XVI ყრილობაზე მიღებული პაროდონტის დაავადებათა კლასიფიკაციის  საფუძველზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ რუსეთსა და რამოდენიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანაში. “ალბიუსის” პერიოსკოლაში კი სწავლება მიმდინარეობს  პაროდონტის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის დაფუძველზე). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლა პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კონსერვატიული მეთოდების, თანამედროვე დასავლური კლასიფიკაციების, მიდგომებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე მომზადებულ სწავლების სრულიად ახალ და თანამედროვე მიდგომებსა და სასწავლო პროგრამას სთავაზობს ქართველ სპეციალისტებს. albiusips

აკადემია 

ალბიუსის აკადემია დიპლომისშემდგომი სტომატოლოგიური განათლების პროგრამებს თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ახორციელებს. რეზიდენტთა მომზადებასა და პროფესიულ დაოსტატებაში ალბიუსის მთელი გუნდი აქტიურადაა ჩართული.

12

სახელმძღვანელოები 

ალბიუსში ახალი სახელმძღვანელოები, გაიდლაინები და პროტოკოლები იქმნება.

ალბიუსის ბაზაზე შეიქმნა სახელმძღვანელოები:

  1. “ენდოდონტიის საფუძვლები”

ავტორი: ქეთევან გოგილაშვილი

  1. “ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია”

ავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, სოფიო სამხარაძე

  1. “ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია”

ავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, თეა ნაცვლიშვილი 

14

წარმატებული ქართული ბრენდი 2015 

2015 წელს “ალბიუსს” ,,წარმატებული ახალი ქართული ბრენდის” მიენიჭა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თაბუკაშვილის 27, 0108, თბილისი, საქართველო.

ტელ:  +995 322 40 07 07,  +995 322 24 07 08;

www.albius.ge

www.facebook.com/albius.ge

info@albius.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …