მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სოსო შატბერაშვილი: მართვის PPP მოდელი იქნება ხარჯთეფექტური და რესურსეფექტურიც
მოხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება და საავადმყოფოების მაღალტექნოლოგიური აღჭურვა.აღნიშნულს გამოეხმაურა „მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი.

სოსო შატბერაშვილი: მართვის PPP მოდელი იქნება ხარჯთეფექტური და რესურსეფექტურიც

 

თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით(ანუ PPP მოდელი) განხორციელდება.

საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე მისაღები და პერსპექტიული კონსორციუმ „ალფამედიკის“ მიერ შეთავაზებული წინადადებები აღმოჩნდა. კონსორციუმში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი და FESP-ი.

ტენდერი გულისხმობს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას. „ალფამედიკის“ პროექტი ითვალისწინებს ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციას. მოხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება და საავადმყოფოების მაღალტექნოლოგიური აღჭურვა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი:

„კარგი იქნება, თუ ამ მოდელით მხოლოდ ბავშვთა ინფექციურს კი არა, ზოგადად, ინფექციურ საავადმყოფოსაც მიხედავენ. ამ მოდელის დანერგვა იქნება ხარჯთეფექტური და ვფიქრობ, უფრო რესურსეფექტურიც“.

სოსო შატბერაშვილმა, ასევე, ისაუბრა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის არსებულ ტენდენციაზე, რადგან საქართველოში შესაბამისი დიაგნოსტიკური ცენტრები არ არსებობს:

„პერსონალის გადამზადება არ არის აუცილებელი. ჩემი აზრით, კონკურსი რომ გამოაცხადონ, ბევრ კარგ კადრს მიიღებენ. ბევრი პაციენტი საზღვარგარეთ მიდის, რადგან აქ არ არის კვალიფიციური დიაგნოსტიკური ცენტრები. ძალიან კარგია, აქაც თუ იქნება ისეთი საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ქართველ პაციენტს არ უნდა მოუნდეს საზღვარგარეთ წასვალა.პირიქით, აქეთ უნდა ჩამოვიდნენ. მე მახსოვს, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილთან რამდენი უცხოელი პაციენტი ჩამოდიოდა და იკეთებდა ყურის დაფის აპკის უნიკალურ ოპერაციას“, – აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …