მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სოლიდარობის ფონდი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის მიზნით რეგიონებში ტურნეს აგრძელებს
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 55 000-ზე მეტი მხარდამჭერისა და 24 კერძო კომპანიის დახმარებით ჩვენ საერთო ჯამში 6.2 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა.

სოლიდარობის ფონდი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის მიზნით რეგიონებში ტურნეს აგრძელებს

საქართველოს სოლიდარობის ფონდი  თავისი საქმიანობის  შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის მიზნით რეგიონებში ტურნეს აგრძელებს.

6 აპრილს, 12.00 საათზე დედოფლისწყაროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს და თანამშრომლებს წევრებს შეხვდება. ვიზიტის მიზანია  ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშისა და ფონდის  პრეზენტაციის წარდგენა.

ასევე საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში ჩაატარებს ფონდის პრეზენტაციას მეღვინეობის ფორუმის ფარგლებში, რომელიც დედოფლისწყაროში იმართება. მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ ქართული ღვინის წარმოება დაინტერესდება ინოვაციური დაფინანსების კუთხით ფონდთან თანამშრომლობის მექანიზმებით.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით როგორც საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით ფილანტროფიისა და ინოვაციური დაფინანსების ერთიანი პლატფორმა.

პირველ ეტაპზე სოლიდრაობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას, თუმცა ფონდის მანდატი ბევრად უფრო ვრცელია და საზოგადოების მზარდი ჩართულობით სოლიდრაობის ფონდი შეძლებს პროგრამების გაფართოვებას როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

დღეის მონაცემებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 55 000-ზე მეტი მხარდამჭერისა და 24 კერძო კომპანიის დახმარებით ჩვენ საერთო ჯამში 6.2 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა.

31 მარტის მონაცემებით, უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ასაკის  231 ბავშვისა და  ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება 8.4 მილიონი ლარის მოცულობით დაამტკიცა  როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …