მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება
თურქეთის საელჩოს, ფონდი არველაძის და ქართულ - თურქული ბიზნეს ასოციაციის თანადგომით იმართება საქველმოქმედო ღონისძიება სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად.

სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

16 მაისს, 19.00 საათზე რიტუალების სასახლეში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, “ფონდი არველაძის“ და ქართულ – თურქული ბიზნეს ასოციაციის თანადგომით იმართება საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის საქართველოს სოლიდარობის ფონდის, საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთჯერადი დონაციების მოსაძიებლად.

,,ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოში მოღვაწე 40-მდე თურქული ბიზნეს კომპანია, თურქეთის კლინიკების წარმომადგენლები სადაც ქართველმა ბავშვებმა უკვე ჩაიტარეს მკურნალობა და ასევე  თურქეთიდან მკურნალობის შემდეგ დაბრუნებული რამოდენიმე ბავშვი მშობლებთან ერთად.

საგანგებოდ საქველმოქმედო საღამოსთვის თბილისში ჩამოდის თურქეთში წარმატებით მოღვაწე ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ძმებთან რევაზ და არჩილ არველაძეებთან ერთად სოლიდარობის ფონდის დაფუძნების დღიდან ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია.

ასევე სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო საღამოსათვის თბილისს სტუმრობს ახალგაზრდა  ბრიტანელი პიანისტი და კომპოზიტორი ოლივერ პული, რომელიც 21-ე საუკუნის ანტონ რუბენშტეინად არის მოხსენიებული საერთაშორისო შეფასებებში.

რამდენადაც სოლიდარობის ფონდის მიერ საზღვარგარეთ დაფინანსებული ბავშვების მშობლების 75% თურქეთში ირჩევენ მკურნალობას და შესაბამისად დღეისათვის სოლიდარობის ფონდის მიერ საზღვარგარეთ დაფინანსების უდიდესი ნაწილი თურქეთის სამედიცინო ცენტრებში მიემართება – საღამოზე თურქი ბიზნესმენების მიერ გაღებული დონაციები მოხმარდება თურქეთში ქართველი ბავშვების უკვე ჩატარებულ ან დაგეგმილ მკურნალობას“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

,,2016 წლის 5 მაისის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდმა 6.5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო. უკვე  მობილიზებული და პროგნოზული  დონაციების გათვალისწინებით ფონდმა სულ 22-წლამდე 238  სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა 8.7 მილიონი ლარის მოცულობით, მათ შორის 131 შემთხვევაში საზღვარგარეთ – გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. 

131 ბავშვიდან 94 შემთხვევაში მკურნალობისათვის პაციენტის თურქეთის კლინიკები აირჩიეს. თურქეთის კლინიკებში სოლიდარობის ფონდის მიერ სულ დამტკიცებულია 94 ბავშვისა და ახალ გაზრდის მკურნალობის დაფინანსება საერთო ჯამში 2 205 000 აშშ დოლარისა და 429 000 ევროს მოცულობით.

აღნიშნული რესურსიდან 1 655 000 აშშ დოლარისა და 317 000 ევროს ღირებულების დახმარება (საერთო ვალდებულების 74%) სოლიდარობის ფონდმა უკვე სრულად დაფარა 59 ბავშვისათვის, ხოლო 35 შემთხვევაში დაფინანსება ნაწილობრივ ან სრულად დასაფარი რჩება“.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …