მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სიმსივნის ადრონული თერაპიის პროექტი ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება
საუბარია სიმსივნის ადრონული თერაპიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნასა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენე

სიმსივნის ადრონული თერაპიის პროექტი ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება

სიმსივნის ადრონული თერაპიის მასშტაბური პროექტი ფონდი „ქართუს” სრული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანი, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის უზრუნველყოფა იქნება. გასულ კვირას ორი ძალიან მასშტაბური პროექტის განხორციელებას, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” სრული ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა.

საუბარია სიმსივნის ადრონული თერაპიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნასა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ ეს ორი პროექტი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ადრონული თერაპიის განვითარებისთვის საჭირო კვლევითი ბაზა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუდის ქვეშ გაიმართება.

რაც შეეხება სსიპ “ტექნოლოგიური ინსტიტუტის – ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის” შექმნის შესახებ კანონპროექტს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომამ 1 სექტემბერს მისცა მსვლელობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის უზრუნველყოფა – თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტური ბაზის შექმნა, უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება, აგრეთვე მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და საინოვანციო ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშეწყობა. 

ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის სფერო იქნება, მედიცინისა და სხვა დარგებში კვლევის შედეგების დანერგვა. კანონპროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის დანიშნულებაა, ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის ხელშეწყობა; ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების, თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების გამომუშავებისთვის ხელისშეწყობა; მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების პირობების შექმნა, სადოქტორო, სამაგისტრო და უმაღლესის შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება, ტექნოლოგიების დანერგვისკენ ხელშეწყობა და ა.შ.

კანონპროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს ბიუჯეტი; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულობები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …