მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » შუახევის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები ჩაუტარდებათ
1 და 2 ივლისს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად უფასო კარდიოლოგიურ გასინჯვებს ჩაატარებენ.

შუახევის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები ჩაუტარდებათ

1 და 2 ივლისს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად უფასო კარდიოლოგიურ გასინჯვებს ჩაატარებენ.

პაციენტები მიიღებენ კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე ჩაუტარდებათ ელექტრო კარდიოგრაფია და გულის ექო – კარდიოგრაფია.

იმ პაციენტებს რომლებსაც აქციის ფარგლებში გულ- სისხლძარღვთა პათოლოგია გამოუვლინდებათ, ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“ ყველა საჭირო და აუცილებელ კარდიოლოგიურ მედიკამენტებს ერთჯერადად უფასოდ გადასცემს.

შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში კონსულტაციები 10:00 საათიდან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება.

newposts.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …