მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » შშმ პირებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა.„დენტოკლუბის“ ფილიალის ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

შშმ პირებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა.

„დენტოკლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, კლინიკა უახლესი საანესთეზიო, დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყველა ასაკობრივი ჯგუფის პირზეა ადაპტირებული.

უნიკალური საოპერაციო ბლოკის საშუალებით, პაციენტს სრული სტომატოლოგიური მკურნალობა, ადგილზე დიაგნოსტირებით ჩაუტარდება. კლინიკაში სტომატოლოგიური მანიპულაციები ზოგადი ანესთეზიით გაკეთდება. მისი მეშვეობით, თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა ერთ ეტაპად იქნება შესაძლებელი.

კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტების სასტერილიზაციო მოქმედებს. ექიმი-სპეციალისტები დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური კაბინეტების გამოყენებით მკურნალობას სტომატოლოგიის ყველა მიმართულებით უზრუნველყოფენ.

სტომატოლოგიური მანიპულაციები ზოგადი ანესთეზიით „დენტოკლუბმა“ უკვე 3 წელია დანერგა. ახალი ფილიალი ნარკოზით სტომატოლოგიის გაფართოვების მიზნით გაიხსნა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …