მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » შშმ ბავშვთა სერვისები რეგიონში
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შშმ ბავშვების მშობლებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე ისაუბრეს ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებზე.

შშმ ბავშვთა სერვისები რეგიონში

როგორ მუშაობს შშმ ბავშვთა სერვისები რეგიონებში, რა პრობლემები აქვთ სერვის-პროვაიდერებს თუ ბენეფიციარებს- ამ თემებზე ისაუბრეს მარნეულის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაციას „ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ეთნიკურად მრავალფეროვან რაიონში- მარნეულში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი პილოტურ რეჟიმში აქვს გახსნილი. დღის ცენტრის მომსახურებით ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული ბავშვები სარგებლობენ, რომელთაც ფსიქოსოციალური საჭიროებები ან განვითარების შეფერხება აქვთ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გუნა ბიბილეიშვილმა და იქაურმა სპეციალისტებმა თავიანთი მუშაობის შესახებ პრეზენტაცია გააცნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ნინო ოდიშარიას და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს მარი წერეთელს. ასევე საინტერესო იყო ის პრობლემები, რომლებზეც ბენეფიციარების მშობლებმა ისაუბრეს.

მათი განცხადებით, ენობრივი ბარიერის გამო ხშირად ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია სერვისების შესახებ, ან სხვადასხვა მოსაზრებებით -არ სურთ შშმ ბავშვების საზოგადოებაში აქტიურად ინტეგრირება. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შშმ ბავშვების მშობლებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე ისაუბრეს ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებზე.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …