მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდაჭერის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
გიწვევთ შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდაჭერის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე „სურვილების კალათა“

შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდაჭერის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

2017 წლის 29 მაისს 14:00 საათზე სასტუმრო გალერეა შარდენში (სასტუმრო თბილისი მარიოტი) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრთან, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდთან, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან ერთად გიწვევთ შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდაჭერის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე

„სურვილების კალათა“

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ცნობილი მხატვრები, მათ შორის გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი და სხვ.
ყოველწლიურად მსოფლიო საზოგადოება მაისის მესამე კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას. 1 ივნისს საქართველოც უერთდება სხვა ქვეყნებს სხვადასხვა ღონისძიებებით.

საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა ეპიდემიის მასშტაბი მაინც მატულობს. დღეისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია აივ /შიდსის 6360 შემთხვევა, მათ შორის 103 ბავშვია. რამოდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ბებია-ბაბუის მზურველობის ქვეშ დარჩა, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ ბავშვებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებლო პირობების შემქნა, საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, სწავლაში ხელშეწყობა. საზოგადოების ნაწილში არსებული მაღალი სტიგმის გამო ბავშვები და მათი მეურვეები ვერ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით და ეკონომიურ გაჭირვებასთან ერთად უწევთ დამცირების, შეურაცხყოფისა და იზოლაციის შიშისა და უიმედებოს გარემოში ცხოვრება.

აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების პირველი მცდელობაა. აქციის მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.

ვფიქობთ, საზოგადოების მონაწილეობა აივ/შიდსით დაზარალებული პირების, განსაკუთრებით კი ბავშვების დახმარების პროგრამებში მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

თქვენც შემოგვიერთდით მიიღეთ მონაწილეობა შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლეული ბავშვების მხარდასაჭერად.

აუსრულე სურვილი

აქციის ფარგლებში, სურვლისამებრ, შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების რეგულარული მხარდაჭერისთვის.
ვებ გვერდი – www.ncdc.ge
ფეისბუქი – National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, სასტუმრო თბილისი მარიოტი, რუსთაველის 13
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, მარინა ასათიანი 599 119 999

NCDC

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …