მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრომ, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ-მედიკამენტების იმპორტის აუცილებლობა დააანონსა.
იცის თუ არა საზოგადოებამ, რა არის ჯენერიკი და ენდობა თუ არა მას, ამ საკითხზე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ისაუბრა:
„ჯენერიკებთან დაკავშირებით, ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა სასურველია, რომ აღნიშნულ თემაზე მეტი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ. ინფორმაციის გავრცელება გაზრდის სანდოობის დონეს ჯენერიკ-მედიკამენტების მიმართ. თუ იქნება შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობას მიაწოდებენ დასაბუთებულ ინფორმაციას, რომ ინდოეთში და სხვა განვითარებად ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტები შეესაბამება სტანდარტებს, საზოგადოებაში ასეთი განწყობა, რომ ინდური წამლები უხარისხოა, აღარ იქნება. ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის ნაკლებობამდე მივდივართ, მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს“.